თელავში მამაკაცმა ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა
თელავში, კირიონის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცმა ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა.
დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი