სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს შეიძინა მედიკამენტები და გამოძიება ცდილობს დაადგინოს არის თუ არა ეს იგივე წამლები, რაც მის ჩანთაში იპოვეს"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს შეიძინა მედიკამენტები და გამოძიება ცდილობს დაადგინოს არის თუ არა ეს იგივე წამლები, რაც მის ჩანთაში იპოვეს. ჩანთა ბაჩალიაშვილს მანქანაში ჰქონდა, რომელშიც გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, 22 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წამლები, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული არ არის.

უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100