სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამასთან, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა.

სასამართლოში 24 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა, მათგან ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.

ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100