სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოიტანეთ ენმ-ის ოფისში ქვითრები, ვისაც ზედმეტი დაგარიცხეს - ენმ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს

კომუნალური გადასახადების გაზრდილი ტარიფები-"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს მიმართა, ზედმეტი დარიცხვების ქვითრები და განცხადებები ან სემეკში მიიტანონ, ან ენმ-ის ოფისებში, სადაც მათ იურიდიულ დახმარებას გაუწევენ იმისთვის, რომ უკან დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი ფული.

"მიიტანეთ სემეკში განცხადებები, ქვითრები, ვისაც გაქვთ ინფორმაცია, რომ ზედმეტი დაგარიცხეს, იმიტომ, რომ ამ თანხების დაბრუნება უნდა მოხდეს თქვენზე, მოქალაქეებზე! თუ ვერ მიიტანთ სემეკში, შეგიძლიათ, მოიტანოთ ენმ-ის ოფისებში კონკრეტული განცხადებები და ქვითრები და ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს ადვოკატირებას, იმ ნაძარცვის უკან ამოღებას, რომელზეც სემეკიც საუბრობს",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ნაციონალური მოძრაობა ზედმეტ დარიცხვებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავას აკისრებს, რომლის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ენერგეტიკა.

"კომპანია "თელმიკომ" ხელისუფლებასთან ერთად: ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, კახი კალაძესთან და ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი მოქალაქეები. საუბარია ტარიფის ზრდაზე და ზედმეტ დარიცხვაზე, რაზეც ჩვენ 21 იანვარს მივმართეთ სემეკს და დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა. იძულებული გახდა "ოცნება" და სემეკი, მოეწვია სხდომა, სადაც ადასტურებენ, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღო საქართველოს მოქალაქეებმა ამ კორუფციული დარიცხვებით... ძალიან მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები პროკურატურას, რომელმაც უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, "სემეკი" დღეიდან "თელმიკოსა" და "თელასის" მონიტორინგს იწყებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100