სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღამის “მშველელი” - ამბავი, რომელიც ყველა ქართველს სისხლს აუდუღებს

ამბავი, რომელიც ყველა ქართველს სისხლს აუდუღებს და ისტორია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და იამაყოს:

ღამის “მშველელი”

ამბავი იმაზე თუ რატო არ კვდებიან ქართველები მარტივად მთაში… ან მათ გვერდით ყოფნა, ცის გასაყარზე, რატო გვრის სხვებსაც სიმშვიდეს..

…..

მთამსვლელებით გატენილ, დიდ ყვითელ სასადილო კარავში, ეს ესაა ყველა ვახშამს მივუჯექით.. ბანაკის ხელმძღვანელს , ცნობილ მთამსვლელს დიმა გრეკოვს, წელში მოხრა დასჭირდა, თავისი მთასავით მხრები რო კარებში შემოტეოდა.. შემოყო თუ არა თავი , ქართველები აქ არიანო დაიძახა რკინის ხმით და გაიტრუნა ყველა, მთებიც კი თითქოს…
მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან აქ მოგროვებულ მთამსვლელებიდან შეიძლება რუსული ცოტამ იცის მაგრამ “ბიგ ბოსის" ხმა რომ სიჩუმეს ნიშნავს ეგ ყველამ იცის აქ. თან ის არასდროს შემოდის ამ კარავში უმიზეზოდ, სადილობითაც ცალკე სადილობს.. შემოდის მხოლოდ განცხადესბის გასაკეთებლად, მისალოცად ან რამეზე გასაბრაზებლად.

ერთმანეთზე გადაბმული კარვების დერეფნის ბოლოდან ძლივს მოვახერხეთ ხმის ამოღება აქ ვართქო… მკაცრი ნაბიჯით გამოიარა მაგიდებს შორის, არ მორიდებია გზიდან გაეწია ადგილის ძებნაში დაბნეული ერთი ორი უცხოელი.. დადგა ორ მაგიდის შორის რომელზეც მთიდან ახლად ჩამოსული ქართველები ვიჯექით.. ჩვენც წამოვიშალეთ მორიდებით და ავიტუზეთ დამნაშავე ბავშვებივით. ქარბუც კი ჩადგა გარეთ და ჩვენ მოგვაშტერდა თითქოს….
ბანაკის უფროსმა კონიაკის ბოთლს უროს ხელა მუშტი გაუშვა და მაგიდაზე ხმაურით დადგა…. ეს თქვენი საქციელისთვი ბიჭებო, თქვენ ნამდვილი …. და არ აცალა დაბნეულმა კვეკვემ დამთავრება, დაიწყო თავმდაბლურად თავისმართლება, არ მომხდარაო არაფერი განსაკუთრებულიო… მაგრამ ხმას აუწია გრეკოვმა, რასქვია მაწყვეტინებენო გაბრაზებულმა თითქოს… თქვენ ორი კაცი გადამირჩინეთ და ეს მადლობის ნიშნად ჩემგანო, თქვა და სანამ სათითაოდ ხელები დაგვამტვრია ჩამორთმევისას, ვერც დავინახე ვინ დაუკრა ტაში პირველად, თუმცა აყვნენ დანარჩენებიც… მერე მაგიდებთან ფეხზე წამომდგარ მთამსვლელების დერეფანი უკან გაიარა ვერაფრით დაბერებულმა მთის ერთერთმა ლეგენდამ, ისევ მკაცრი ნაბიჯით და ისევ ოდნავ მოხრილმა რომ არ გამოდებოდა კარვის ჭერს…
მოგვაშტერდა ყველა და მორცხვად დავჯექით ჩვენც მაგიდასთან. რომელზეც ბოთლი იდგა და ის იმაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო უკვე ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლო…. ის ქრბუქის, გაყინულ ღამის.. აქოშინებული ცის.. ვერცხლისფრად გამოფიტული თვალების და მეგობრის იმედად დაძლეული სირთულეების ნიშანთან ერთად, იყო უდიდესი დაფასება და პატივისცემის სიმბოლო, ბანაკის უფროსის მხრიდან.

ვიღაცეებმა ერთმანეთს გადაუჩურჩულეს ესენი იყვნენო გუშინ ღამეო… მერე ვიღაცამ სხვას ვერ გამოკითცა და პიდაპირ ჩვენ გვკითხა რა მოხდაო გუშინ ღამით..
….

რაც მოგზაურობა დავიწყე ბევრ რამეს შევხედე გარედან და შეგრძნება განიჩნდა რო არაფრით განსაკუთრებული ერი არ ვართ. არ მინდა ის ტიპი გავხდე სამშობლოზე რო იღრინებიან, მაგრამ მართლა ბევრი თვისება გვაქ ცუდი და წარმოდგენაც ზედმეტი გვაქ თავზე… ხოდა როგორც კი აქ მოვხვდი ტიან შანის მთებში… შემრცხვა ცოტა, აქ იმხელა პატივს გვცემენ და ისე ლეგენდებად ყვებიან ქართველობას. ჩავთვალე რომ ცოტა დაუმსახურებლად გვხვდებოდა ეს განწყობა, არადა აქვე დგას რეგიონის ყველაზე რთული მთა, გამარჯვების პიკი (პაბედა), ზედ კი ყველაზე პოპულარულ მარშრუტს “ვაჟა ფშაველა" ქვია, იმიტო რომ ქართველებმა გაიარეს პირველად, აქ არის ბიძინაც (მამაჩემი) რომელსაც იმდენი სამაშველო ან უბრალოდ სპორტული ასვლა აქ გაქკეთებული ამ რეგიონში, მასთან ერთად რო ხარ სიამაყით ივსები, ეს ვისი შვილი ვყოფილვარო. ეს ვის ვეჯაჯღანები ბავშობიდანო.. ყველა მორიდებით ელაპარაკება და ყველა იცნობს.. აფი გიგანიც აქ მუშაობს ბოლო წლებია და მარტო წელს სამი სამაშველო გასვლა ქონდა მთაზე. ჩუმ და წყნარ სვან ლეგენდალურ მთამსვლელს დიდ პატივს სცემს ყველა.
ხოდა აი ჩვენ აქ ვართ და არ უნდა შევრცხვეთ. ეხლა ჩვენ ვქმნით და ვაგრძელებთ ისტორიას. სულ სხვანაირი თაობა, ზოგს რო ენაზე პირსინგი აქ და ზოგს“ბასიანიდან” ან “მზესუმზირიდან" გამოყოლილი გაბრუება გვდევს საგზლად. არაფრით განსაკუთრებული ცოტა უსაქმური ბიჭების ჯგუფი, რომლებსაც არც არასდროს გვსმენია რო ჩვენ, ვინმეზე მაგრები ვართ… პირიქით ყველა იმას ჩაგვჩიჩინებს როგორ წავხდით და როგორი ცუდი ვართ თაობა.. თუმცა აქ მაგაზე არავინ ფიქრობს.. აქ მთა დგას და მის ძირში გვძინავს.. ხოდა გავდივართ ხვალ მთაზე…

პირველ ბანაკამდე სწრაფად ავირბინებთ, ამის მერე საშიში მონაკვეთია და ზვავმა რო არ წაგვიღოს ღამე უნდა გავიაროთ.
გამთენიისას სირბილით გავდივართ “ბუტილკასაც” და უკვე ჩვენ გათხრილ გამოქვაბულში ვართ… მაგრა მოქმედებს კარგი აკლიმატიზაცია, ისე ენერგიულად ვართ სამჯერ სწრაფია ტემპი სიარულის...
ისე იქამდეც არ დავდიოდით ალბათ ნელა, სააკლიმატიზაციო გასვლიდან დაბრუნებულებს, ლეგენდალურ მთამსვლელთან გლებ სოკოლოვთან მოგვიწია სიარული და ბანაკში უთქვამს მერე, ცხენებივით დარბიანო ჩვენზე.

ბანაკში მისლები გამოქვაბულის ოთახებს ვაფართოვებთ და უკვე თავისუფლად დავეტევით მთელი გუნდიც და სტუმარი იგორიც, იგორი რუსი მთამსვლელია და ის გლებ სოკოლოვის მეგობარია, გვთხოვა მარტო ვარ და თქვენთან ერთად წამოვალო შტურმზე.

ამინდი ისე აირია და ისეთი ქარიშხალია გარეთ გვიხარია რო გამოქვაბული გავთხარეთ და კარავში არ ვათევთ ღამეს თორე დაგვახევდა თავზე, ან წაგვიღებდა კარვიანად.

რაციაში გვესმის როგორ წვალობენ ხეობის გადაღმა “პაბედაზე” წასული ჯგუფები, ერთ ჯგუფს კარავი გაუხია ქარმა, მეორე პატარა ზვავებში მოყვა და მესამეს ღამე არ ძინავს, ეშინია არ გადაფერთხოს ქარმა.ჩინეთის მხარეს… ვნერვიულობ ნეტა როგორაა ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი რუფატი ეხლა იქ…

ისე ჩვენც მაგ მთაზე ვიქნებოდით, ბექას ორგანიზმს რო სიმაღლე აეტანა და ავარიულად რო არ მოგვწეოდა დაშვება ხან ტენგრიდან, ამ მთას რო მოვრჩებოდით იქ მივდიოდით ჩვენც..

მაგრამ ეხლა გამოქვაბულში ვზივართ, ასე თუ ისე თბილად და ველოდებით ოდნავ უკეთესს ამინდს.

ორი დღის ლოდინის მერე არაფერი იცვლება და ცუდ ამინდში მაინც.გავდივართ, გვინდა 6400 ზე გავშალოთ კარავი და ნახევრად დამჯდრებმა 7 მა ერთ კარავში შეყუჟულებმა, დილას დაველოდოთ და იქიდან უკვე აღარაფერია დარჩენილი მწვერვალამდრ.

ეხლა თუ არ გავედით მთაზე უკვე საჭმელი გვითავდება. ორგანიზმიც ყოველ დღრ უფრო და უფრო იფიტება…
გარეთ რო ვერ გავდივართ გასადნობ თოვლს პირდაპირ კედლიდან ვჭრით და ჩვენ თოვლის სახსაც უჩნდება ახალი თაროები და სათავსოები.. :)

დილით ცოტა ჩადგა ქარი და გავძვერით ყინულის სოროდან.. სისხლი გვიდუღს და ცისკენ გვიხმობს, მაგრამ ნელნელა ისეთი ქარია, თავს ვერ ვწევთ, მაშინვე თოვლით გვივსებს თვალებს, ცხვირს და კისერს… იმატებს ქარბუქი და ცა დაგვწივის ვერ მოხვალთო ახლოს.. არ ვნებდებით მაინც და ჯიუტათ მივყვებით ჩაყინულ თოკებს..
წინ ლაშა მიდის კვეკვესკირი, უკან ზურა მიყვება მერე მე ვარ და ბიძინა მოდის ჩემსუკან, არ ბერდება ეს კაცი.. აქეთ იქით გაფენილი სარეცხივით გვაქნევს ქარი და ნისლში გვკარგავს, იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, დაშორება 40-80 მეტრა ერთმანეთთან. უკვე საბანაკეზე მივალთ მალე მაგრამ არ ჩანან დანარჩენი წევრები... ილია, გუა და იგორი. არადა კარავის ნაწილი ჯგუფის ახალგაზრდა წევრ გუას უდევს, ის ისეთ მაგარ ფორმაშია საჭირო რო იყოს მთელი ჯგუფის ბარგს აიკიდებს და ივლის. .
უკარვოდ მალე გავიყინებით ხოდა მალე უნდა დაგვეწიონ თორე უკან გაბრუნება მოგვიწევს…

მაგრან ნისლი იფანტება და ძაან შორს კედლების და თოკების ძირში სტაფილოსფერ კურტკას ვხედავთ. ეგეთი ფერის აცვია გუასაც ზუსტად… ხოდა ზის და ვერ მოძრაობს, ხან.ადგება ხან დაჯდება.. რაც მთავარია მარტოა.. არადა ილია არ დატოვებდა მარტოს გუნდის წევრს.. იქნება ილიას მოუვიდა რამე.. იქნებ რამის ნიშნება უნდა და იმიტო იცდის.. იგორი საერთოდ გადავარდა იქნებ. ან იქნებ ილია… არ ვიცი ვერაფერს ვფიქრობთ. შიში გვიტანს… უკან გაბრუნებულს ვერავის ვხედავთ მხოლოდ გამოფიტულ სხეულს ნარინჯისფერი კურტკით და ქარს, რომელიც თოვლის კანს აფრცქვნის მთას და სვეტად ააქ ცაში.
არადა უკვე ისე ცოტა რჩება საკარვემდე და აქიდან მწვერვალამდე აღარაფერია ხვალ..

მაგრამ რაღაცა მოხდა ალბათ ქვევით. და რომც არ მომხდარიყო ნარინჯისფერ კურტკას სამი საათი დასჭირდება ჩვენამდე მოსასვლელად, იქამდე შეიძლსბა კიდურები მოგვეყინოს რომელიმეს... გაჩერებულებს ადვილად მოგვერევა ქარი.

ვეშვებითო ყვირის ბიძინა და ხმაში ეტყობა კარგ ამბავს არ ელოდება ქვევით.
დაფლეთილ ძველ თოკებზე სწრაფად ვეშვებით და ნელელა იკლებს თითქოს ქარიც. მზეც გამოდის. გახლართულ თოკებში საუკეთესოს გამოარჩევ ქვევით დასრიალდები და ერთადერთს ფიქრობ მე კი გამიძლოვო მარა თუ აიტანსო კიდე ორი ჯგუფისწევრის დაშვსბას თოკი…
ცოტაც და ნარინჯისფერ კურტკიანს ახლოდან დავინახავთ და ოღონდ ცოცხალი იყოს ილიაც, იქნებ იგორსაც უბრალოდ სამხედრო ფერის ტანსაცმლის გამო ვერ ვხედავთ…
უცებ აქ არიანო ყვირს ბიძინა და სადღაც მეორე თოკის.ბოლოს ილია და გუა დგანან სახსალამათები.. !
თურმე იგირს ჩაუცვია თავისი დიდი კურტკა რომლის ფერიც არ გვენახა ჯერ და თურმე ის ცდილობს ფეხზე ადგომა დააძალოს გასავათებულ სხეულს…
უკან აბრუნებას აზრი აღარ აქ, უკვე 8-9 თოკი დავეშვით, არადა ამინდიც გამოვიდა ცოტა უკეთესი. მაგრამ ვერ ავასწრებთ უკან. ჩვენ რომც ავიდეთ იგორი გაიყინება გზაში სადმე..
ასე ნანერვიულები და იმედგაცრუებულები ვეშვებით უკან გამოქვაბულში, ასე პატარა გაუგებრობის გამო იყრება წყალში ამხელა შრომა, მარა არაუშავს... რამოდენიმე საათით ისევ ერთმანეთის დასახმარებლად ჩამორჩნენ ბიჭები თურმე და არ დვაუღალატებივართ, ამოვიდოდნენ ორ საათში კარვით.. იქამდე თურმე ჩვენც გავძლებდით იმიტო რო ქარი ჩადგა და მზე გამოვიდა, იგორიც ან უკან ჩაბრუნდებოდა ან ამოეღწია იქნებ.. ხვალ კი საოცნებო მწვერვალი, და ბიძინას გარდა პირველად ვიქნებოდით 7000 მეტრს მაღლა ყველა და ეს იქნებოდა ახალი ეტაპი ცხოვრებაში. არაუშავს ასე მოხდა და ტყვილა კიდე არაფერი არ ხდება..

….

ხოდა ვწევართ ეხლა გოქვაბულში, კიდე უფრო გამოფიტულები და ცოტა წავუძინოთო და დილით ეგრევე აქიდან წავიდეთო მთაზე ამბობს ზურა, კვეკვეც არ იხევს უკან. მაგარ ფორმაში არიან ბიჭები და მათ გვერდით მეც არ მეშინია ამ გამოწვევის მიღება. ხვალ ბოლო შანსია მერე ქვევით გვიწევს დაშვება. პროდუქტის გამო. თუ უცებ ჩაგვეძინა იქნებ მოასწროს ორგანიზმა დასვენება.. მაგრამ არა...
უნდა ჩაგვთვლიმოს უკვე და რაციაში გვიძახის ბანაკის უფროსი დიმა, ქართბელებო შველა გვჭირდებაო თქვენი…
აქა ვარო პასუხობს ბიძინა. ორი კაცი მომაშველე ქალი კვდებაო მთაზე, ვერ ჩამოაღწევსო ბანაკში, ხმაზე ეტყობა ძლივს დგასო ფეხზეო.. რაცია ისევ ლაპარაკობს და ჩაცმას ვიწყებთ მე და კვეკვე უსიტყოდ… არადა ისე თბილა საძილეში და ისე ღნავის ქარი გარეთ..

ზოგი ბარგს გვილაგებს ზოგი გადანახულ შოკოლადს ან წყალს გვაწვდის, სწრაფად ვლაგდებით და ვიფუთნებით, გარეთ უკვე ბნელდება, თოვას უმატებს. გაკვირვებული გვიყურებს რუსი იგორი… გუშინ პატარა მეგობრული კამათი მოგვივიდა ოკუპაციის თემაზე, ახსნა მომიწია როგორ ახლოს დგას მის ქვეყნის დროშიანი ტანკები.. როგორ მისი ხალხი იბრძვის და არა უშუალოდ პუტინი მიკლავდა მეგობრებს 2008 ში, როგორ ხალხი წევს საზღვარს და არა პირადად ერთი პოლიტიკოსი. რომ მტერიც მტერია და მეგობარიც მეგობარი და რომ დიახ მაქ მიზეზი რუსს ვესროლო თუ მომეცა შანსი… და ეხლა ვემზადებით რო გავიდეთ და მთიდან დავაბრუნოთ რუსი მთამსვლელი ქალი, რომლის არც სახელი ვიცით და დიდად არც მოსალმებით იწუხებდა თავს წინა დღეებში. იგორს არ ესმის შეიძლება... მაგრამ ჩვენ ის არ გვესმის სხვა მთამსვლელები როგორ არიან გატრუნული გარშემო კარვებში და გამოქვაბულებში, როგორ სხვა არავინ აპირებს მიეხმაროს თავისიანს.

გვერდით გამოქვაბულიდან ტაჯიკი გიდი ჩაის გვატანს ლიტრა ნახევარს და აფთიაქიდან ვართმევთ მოყინულიბის ტაბლეტებს და დექსამეტაზონის ამპულებს, იმ შემთხვევაში თუ მომაკვდავს მივუსწარით და სუნთქვა უნდა აღვუდგინოთ..

ვდგავართ გამოქვაბულთან ორნი, ბოლო სხივები ეცლება ცას, ქარში ძლივს ვიკავებთ წონასწორობას და დიდ ხელთათმანში დამალულ მუშტს მიწოდებს წლების საუკეთესო მეგობარი… ვურტყამ მეც მუშტს და ასე რეპერების სტილში ვუცხადებთ ერთმანეთს უსიტყვო ნდობას, რო მოვკვდეთ შეიძლება მარა ქალს არ დვაუტოვებთ მთას გასაყინად…

სწრაფი ნაბიჯით ვუბერავთ ზევით, ჯერ ყინულის კედელზე თოკით, მერე ქედზე ლამის დაგვაგდოს ქარმა მარა არა… რიგრიგობით ვკვალავთ თოვლს, მერე კლდეები იწყება.. დღეს ავლილ და უკან ჩამოვლილ გზაზე მივდივართ და ყველა წამს მნიშვნელობა აქვს..

ისე იცნაურია რო მაინცდამაინც ქალის დასახმარებლად მივდივართ და მაინცდამაინც ჩვენ ორნი… იმდენ შარში ვყოფილვართ და იმდენი გადაგვხდენია სუსტი არა, ლამაზი სქესი გამო., და ეხლა ვდგავართ მთაზე წერტილებად და მხარმიდებულები მივყვებით ზევით, სწრაფი ტემპით, რო გადარჩეს მთამსვლელი ქალი ოლია..

ხველებას მეწყება და კვეკვე მიდის ეხლა წინ, ვცდილობ არ ჩამოვრჩე და ზუსტად ზღვარზე ვაყენებ სისწრაფეს, ცოტა მეტი და ხრჩობა მეწყება, მერე უკვე მე ვიქნები საშველი.. გავრბივართ და საკუთარ მხრებზე დადებული თოვლი ხანდახან ფარდასავით მეფერთხება ტანზე ხოლმე პატარა ზვავებად. როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლმე შეშლილი.ხმით…. იუჰუუუ ნამდვილი ალპინისტური ამინდია!.

გადის საათები და არ ვჩერდბეით, სულ ვფიქრობ რო ოღონდ ცოცხალი ვიპოვოთ და არ დავუთმობთ მერე ცას გავათბობთ, დექსამეტაზონს.დავარჭობთ, გვერდით გავუთენებთ ღამეს… და ზედ დავეფარრბით თუ საჭირო იყო. მთავარია სუნთქავდეს, მთავარია სიბნელეში მივაგნოთ და ან არ იყოს გადავარდნილი... გამოფიტულს არ აებნეს გზა, ან არ დანებდეს..
ეხლა მთელი ბანაკი ჩვენი ქოშინით სუნთქავს, ორი ჩვეულებრივი ქართველი რომელმაც გარეთ გასვლა გაბედა და თბილ ძილს არჩია, არაფერი მეტი, არაფერი განსაკუთრებულის იმედადა დარჩენილი მოსკოველი მთამსვლელი ქალი.
რაციაში გადმოგვცეს უთქვამს, ვხედავო ორი ფანარი მიახლოვდებაო ქვევიდანო.. მალე ჩვენც დავინახავთ ალბათ...

ფანარს ვხედავო კვევე ყვირის, შორსააო და მაღლაო, მარა დედას ვუტირებთო ავასწრებთო.. კიდე უფრო ვუმატებთ თოკებზე ასვლის სიჩქარეს და ფანარი ჩანს მაგრამ რამოდენიმე, თურმე კიდე ორი მოსკოველო ყავს მთას ატორღიალებული და ეძიძგილავება.. უკან გამოუშვას თუ დაიტოვოს. ნეტა რომელია ჩვენიო ვუძახით ქოშინით ერთმანეთს, პირველი ახლოსაა მარა დანარჩენები ისე მაღლა არიან რო დილამდე ვერ მივაღწევთ მათთან. ვერ მივუსწრებთ ცოცხალს…

რაღაცა ქედზე გარბის, მერე აღმართში, მერე ისევ თოკზე და პირველ ფანართან შეშდება კვეკვეს ლანდი… აქ არის ირა… ვიპოვეთ… ჩვენიააა… ცოცხალიააა... ყვირის ბავშვივით და თავზე ვადგები მეც ნახევრად გათიშულ სიფრიფანა გაყინულ სხეულს… ვერცხლისფერი ცარიელი თვალებით..
ვსვამთ ჩანთაზე ჩაის ვუსხამთ, მესამე ჭიქაზე უკვე ხმას იღებს, მაგრამ არ ისმის რას მაბობს თითქოს იღიმება მარა ცარიელი აქ თვალებიც და ხმაც.. ვუცარიელებთ ჩანთასაც და ჩვენ ვილაგებთ..

კიდურებს გრძნობს, სუნთქვა სტაბილური აქ, ახველებს ბევრს მაგრამ ეგ არაფერი, ეგრე ვართ ჩვენც,.. წამლები არ უნდა, მთავარია იაროს აწი.. არ იცის სადაა, არ იცის საითაა გზა, აღარ ააქავს ენერგია.

ჩაი ცოტას ათბობს და ვიწყებთ დაშვებას, წინ კვეკვე მიდის, თუ წაიბორწიკებს მას ეყრდნობა ოლია. უკნიდან მე მიჭირავს ჩანთის საკიდით და წონასწორობას ვუბრუნებ, დაღლილიბისგან.მილასლასებს..
ორი თოკი რო გავიარეთ მწვერვალისკენ გზაზე სადღაც მაღლა ფანარი ჩანს… არ მოძრაობს, რაციაში მეუბნებიან არ ვიცით ვინაა მაგრამ გაანებეთ თავი თავისით ჩამოვაო, თქვენ ოლია ჩამოიყვანეთ ცოცხალიო. მაინც გავძახე ცას ხო ხარ მეთქი კარგად და მთელი სხეული გამიყინა პასუხმა..
მიშველეთ არ დამტოვოთო, მე აქ მოვკვდებიო დღეს… გავიყინები მეგობაროო გეხვეწებიი… არ დამტოვოი იძახის ხმა და სადღაც 3-4 საათის სავალია იქამდე…
რაციაში ბანაკის უფროსს ვეუბნები რო მარტო წავალ ზევით ან აქ დვაუცდი ცოცხალი კაცი როგორ დავტოვოთქო აქ.. მკაცრად მპასუხობენ რო მას ვერ ვუშველით და ჯერ ეს გოგო უნდა ჩავიყვანოთ…

ვცდილობ ქვევიდან გავამხნეო და არაო ვერ ვივლიო შანსი არააო, მემშვიდობება ციდან ნაცნობი ხმა, მაგრამ ვერ ვხვდები ვინააა.

ერთ საათში ამბობენ მის სახელს რაციაში და ვხვდები აკლიმატიაზაციაზე რო მოსკოველი ტიპი გავიცანი ეგ დამიტოვებია მთაზე ჯერ კიდე ცოცხალი. ბევრი ვისაუბრეთ იმ დღეს, კაი ვინმეა არ გავს სხვებს და ძაან უყვარს საქართველო. ხოდა ეხლა მთაზეა თოკებში გახლართული და დაღლილს არ შეუძლია თავი გაითავისუფლოს.. მერე ვიღაცამ თქვა მაგის ზევით ვარო და მე მივხედავო, ცოტა მომეშვა..

ქვევით ვეშვებით და იმატებს ქარიც და თოვაც. გზას ძლივს ვაგნებთ, გზადაგზა ვარდება ჩვენი ნაპოვნი მთამსვლელი ქალი ოლია, ჩაის ვასმევსთ და ვეხვეწებით იაროს კიდე. საათები გადის, წარმოდგენა არ მაქ როგორ აგნებს ეგეთ ნისლში გზას კვეკვე და მუხლამდე მოსულ ახალ თოვლში პოულობს ბოლიკს… ხოდა მალე ბანაკთან ვიქნებით, უკვე ძალა აღარ აქვს, ტირილითაც კი ვეღარ ტირის, უცნაურად სლუკუნებს..
ჩაყინულ თოკზე ვერ ეშვება და ზედ ვიბამთ და ისე ჩაგვყავს. კარვამდე ოცი ნაბიჯია და აღარ ადგამს ფეხს.. ტირის და იხრჩობა ხველებით. ბოლოს იქამდეც მიგვყავს. კარავს ვუთოვლით, ჩანთას ვხსნით ზურგიდან და ჩემი ჩანთიდან ვიღებ მის ნივთებს… უცებ ხმას იღებს და მანდ ჩემი “ემესერი” (პატარა გაზქუტა) იყოვო, ვაჩვენებ ჩემს ცარიელ ჩანთას და მინდა იქვე მივაჭყლიტო მისი ემესერი სახეზე, რომელიც კარავში დავულაგე წუთების წინ…. რა ნაგლია საიდან ჩამოვათრიეთ და იმაზე ფიქრობს რო რაღაცა ნივთს არ ვუბრუნებ და რარაცას გავაყოლებ ხელს…

გულისრევა მინდება მარა მიხარია რო ცოცხალია და ეხლა შევა კარავში და დაიძინებს…
გულიმწყდება ამის მაგივრად მართლა ის ჯიგარი მერე მოსკოველი გადაგვერჩინა იქნებ ჯობდათქო..
გამოქვაბულში ბიჭებს არ ძინავთ. მაგრები ხართო მთელი რეგიონი თქვენს ამბებს უსმენსო რაციაზე..

ძაან გამოვიფიტეთ დილით მთაზე წასვლის შანსი აღარაა, ამ ქალს შევწირეთ მთელი გუნდის მწვერვალი და მადლობაც არ უთქვამს.. თუმცა მაგის გამო არც გვიქნია ვიცი… მაინც ნასიამოვნებს გვთლემს და კმაყოფილებს..

ღამე რაციის შრიალი მაღვიძებს… ღვიძავსო ვინმეს იხვეწება რაციის მეორე მხრიდან რუსული ხმა… მწვერვალიდან ბაბაკამდე შუაგზაში ნახევრად გაყინული ზისო ვიღაც. კვდებაო და უშვეოთო იქნებ.. ვხვდები ჩემ მოსკოველ ნაცნობზეა ლაპარაკი.. წამოდგომას ვცდილობ მაგრამ აღარაა ძალა და ენერგია ორგანიზმში.. თოკებიდან გამოუხნია იმ მეორეს, დაუშვია ცოტა ქვევით მაგრამ მიუტოვებია მერე…

ზის ეხლა უფანროდ, უწრიაპოდ და დასაშვების გარეშე, ნახევრად დაბრმავებული და ელოდება როდის გაიყინება..
ბიძინა დეტალურად არკვევს ვინ მიაგდო ასე უნამუსოდ, ვინ დროზე არ გადმოსცა ვინ არ დაეხმარა და აგინებს ყველას თავ თავის წილს რაციაში.
მერე თავიდან უკეთებს ორგანიზებას აფთიაქს, დიდი რაოდენობის ცხელ ჩაის, აღჭურვილობას რომელიც აკლია და მთელ რეგიონს ესმის ისევ როგორ იქოქება სამაშველო ოპერაცია ქართბელების ინიციატივით, რუსის დასახმარებლად. რომელიც თავისიანებმა გაწირეს..

არადა დილაა მთაზე ახალი გჯგუფები გადიან, არავინ დაგვთანხმდა რო აღჭურვილობა წაუღონ ზევით მომაკვდავს იქნებ თავისით დაეშვას..
ზურა და გუა ტანზე იცმევენ და გასასვლელად ემზადებიან.. უძინრები და დაღლილები არიან მაგრამ დაუფიქრებლად ემზადებიან მეორე სამაშველოსთვის..

ბიჭებს რო ვუყურებ სიამაყე მათბობს, პირველად არიან ამ სიმაღლეზე, პირველად ასეთ რთულ მთაზე და ამ ქარბუქში მაინც გადიან სხვის საშველად..
ბიძინა სუსტადაა და დარდობს რო თვითონ ვერ გვეხმარება, მაგრამ რჩევებს არიგებს, რაციით არკვევს ყველა დეტალს… ნამდვილი ტერორი აქ ატეხილი ყველა იმალება, ვერვაინ აღიარებს რომ თავიანთ მიტოვებულ კაცი ჩვენი საშველია..

გამოქვაბულის ვიწრო კარებში ძვრებიან ზურა და გუა და ეფარებიან თოვლის ფარდას.. ზურას წარმოუდგენელი ფიზუკური ფორმის და გამოცდილების იმედი მაქ, გუაც მაგარი გამძლე და თავზეხელაღებული გამოდგა ამ ექსპედიციაში…
მერე მთვლემს და თან ჩამესმის რაციის შიშინი, აი ვხედავთ, აი ვიპოვეთ… არაა კარგად მაგრამ მოძრაობს.. მალე დავეშვებით მალე მოვიყვანთ კარვამდე…მთელი ღამე იმუშავეს ბიჭებმა მის ჩამოსაყვანად...
უკვე გათენდა ქვევით დასაშვებად ერთი საათი გვაქ.. მერე ზვავები ჩახერგავენ გზას და ბიჭები არც ისვენებენ.. ჩალაგებულები ვხვდებით და ქვევით ვეშვებით…

არცერთი იმჩნევს დაღლილობას.
მეორე გადარჩენილი არც მინახავს, გზაში ყვებიან მის ამბებს ბიჭები.. თოკზე ეკიდაო ნახევრად გათიშული, აუარესო გვერდი სხვებმა და არც მიაქციესო ყურადღება, მერე ჩამოუხსნიათ და ამას უკითხავს მარშუტკით მიდიხართო აბანოში თუ ტაქსით,.. ხშირად იწყებს არეულად მუშაობას ტვინი სიკვდილის წინ და ჰალუცინაციებიც არაა უცნაური გადაღლილობისას..

ფაქტიურად შეურაცხადი ჩამოიყვანეს და მიუწვინეს კარავში მის მეგობარს, მეგობარს რომელმაც ფეხი არ გაადგა გარეთ მის დასახმარებლად, შეშინებული რაციაშიც კი არ გვცემდა ხმას როცა მის მეგობრის ადგილსამყოფელს ვარკვევდით…

ბუტილკა სირბილით ჩამოვიარეთ და 15 წუთში უზარმაზარმა ზვამა დაფარა იქაურობ, გამოვასწარით..

ბანაკის უფროსმა უამრავი მადლობა დახარჯა რაციაშივე, მერე პატივისცემის ნიშნად კი საუნა და წყალი გაათობინა, გაყინულები რო გავმლღვალიყაბით ჩამოსვლისთანავე..

ბანაკში აფი და ბექა დაგვხვდნენ, ღამის ამბები მთელ ბანაკს მოსდებოდა უკვე. მადლობაო აფიმ, ამაყი ვარო რო გავიგე რეებიც აკეთეთო…

თუმცა დავბრუნდით ასე წაგებულები უმწვერვალოდ, უმწვერვალოდ როელზეც ყველა ასე ვოცნებობდით და რომელიც სხვებს შევალიეთ... მაგრამ მთა აქ დგას და ჩვენ კიდე დაგვრჩა დრო, იქნებ ისევ ვცადოთ, თუ კარგად დავისვენეთ და ენერგიები მოვიკრიბეთ…
….

ერთი დღის მერე მთიდან გადარჩენილებიც დაბრუნდნენ, მოსკოველი ოლია წესიერად არც მოგვსალმებია.., ალბათ იტყვის როდესმე რო ჩემითაც დავეშვებოდიო ბანაკამდე… შარშანაც კვდებოდა ამ მთაზე თურმე და აფიმ ჩამოიყვანა მაშინ, ალბათ შეეჩვია რო ქართველები უნდა შველოდენ და ჩვეულებრივ ამბავად აღიქვამს.

სამაგიეროდ კინაღამ იტირა ორმეტრიანმა ალპინისტმა ანდრეიმ..
საღამოს კონიაკზე დაგვპატიჟა მადლობის ნიშნად, ბევრს ვერ ვილაპარაკებო მოგვიბოდიშა, მაგრამ ქართულად ერთი სიტყვა ვიციო.. “მიყვარხართო" თქვა და დალია.. მერე მოყვა როგორ ენატრება შვილები და ცოლი და როგორ უხარია რო მათ ნახავს მალე… გუა (გურამ იმნაძის) სიმამაცემ გააოცა ყველაზე უფრო ალექსეი… 24 წლის გუას რომელმაც თავისი სიმაღლის რეკორდი მაშინ მოხსნა როცა სხვას მოათრევდა ქვევით ზურასთან ერთად…. პირველად კი იყვნენ ამ სიმაღლეზე ორივენი მარა უკან არ დაუხევიათ წამით..
ბიძინასაც უხადა მადლობები, ვიჯექით გვიანობამდე და ვსაუბრობდით ადამიანთან რომელიც მწვერვალზე კი ავიდა, მაგრამ ვეღარ შეძლო დაბრუნება უკან მარტომ. სუკ არ ავსულიყაბიო ნეტა.
ჩვენ ვერ ავედით და ვერ შევიმატეთ კიდე ერთი წარმატება, მაგრამ გავიჩინეთ ახალი მეგობარი, რომელსაც დღეს კიდე უფრო უყვარს ალბათ საქართველო..
თუმცა არც ვიცი, მთაზე მთავარი მაინც ისაა შეიძლება, რო არსებული მისტიური ლეგენდა თავზეხელაღებულ ქართბელებზე, ამ რეგიონში და საერთოდ საბჭოთა ალპინიზმში ცოტა ხნით კიდე გავაგრძელეთ…

ბოლო დღეეები ტემპერატურა ძაან დაეცა, ბანაკშიც ისე ცივა როგორც მთაზე, გადაუღებლად თოვს.. ზამთარი ადრე მოვიდაო წელს ამბობენ ადგილობრივები.. არც ვიცით ისევ თუ გვექნება ცდის შანსი, თუ მიგვიშვებს წელს საერთოდ ხან ტენგრი…

ძნელია აქიდან მთის გარეშე უკან.დაბრუნება. იმდენი ხანი ვოცნებობდით აქ მოსახვედრათ, არავინ იცის კიდე როდის ვიშოვით დიდ მთაზე წამოსასვლელ ფინანსებს.
….
გუშინ ბრაზიანი მთიდან “პაბედიდან" დაბრუნდა ჩემი აზერბაიჯანელი მეგობარი რუფატიც, უმწვერვალოდ მაგრამ ავდარს გადარჩენილი, ჯანმრთელი და საღსალამათი.

…..

მალე ინდოეთში წვიმები გადაიღებს.. მე ცოტა რედურს ისეც მოვაგროვებ და გზას გავაგრძელებ, ხმელეთით საზღვრიდან საზღვრანდე, მერე როგორმე გადავცურავ ზღვებს და ავსტრალიამდე, მერე ისევ ოკეანეს მიღმა და ასე გავა წლები..
მაგრამ ჯერ ისევ თბილისში დაბრუნება ისევ ომი და ხვეწნამუდარა რო შვილები მანახონ, შვილები რომლებს გარდა არც აღარაფერი დამარჩენია და რომლებსაც მთავარ კოზირად იყენებენ ომში, ომი რომელიც არარსებობს..
…..

და მაინც დღეს ორი ადამიანით მეტი დადის პლანეტაზე, ქართველები კი არ კვდებიან მთაში მარტივად და მათ გვერდით მშვიდად გრძნობენ სხვებიც თავს… იმიტომ რომ ერთმანეთის იმედი აქვთ, მეგობრის იმედი რო გაქ კიდე, მერე აღარ გეშინია არაფრის.

წელს პირველად მოხვდნენ აქ და ამ ყველაფერში მონაწილეობ მიიღეს:
ზურა კვესტაძემ
ლაშა კვეკვესკირმა
გუა იმნაძემ
ბექა ფაჯიშვილმა
ილია ბერულავამ
მე ირაკლიმ

ჯგუფს კი ხელმძღვანელობდა ბიძინა გუჯაბიძე…

ამ ბანაკში მაშველად და გიდად მუშაობდა აფი გიგანი, რომელიც ხვალ გარდაცვლილი ბულგარელი მთამსვლელის ჩამოსვენების ოპერაციას ხელმძღვანელობს…

წელს სამწუხაროთ მასთან ერთად არ მუშოაბს აქ კიდე ერთი კარგი ქართველი ლევან შერვაშიძე.

ხოდა ვიცი ქართველები აქ ისევ დიდხანს ვემახსოვრებით, ხოდა თუ როდესმე მოხვდებით ტიანშანში, მშვიდად თქვით საიდანაც ხართ...

ნაწერიც და ექსპედიციაც ეძღვნებათ ამ რეგიონში გარდაცვლილ ქართველ მთამსვლელების ხსოვნას.
ასევე ყველა სხვა ქართული ექსპედიციის მონაწილეს, ვისი დამსახურებითაც , დღემდე პირველ რიგში ჩვენებს სთხოვენ შველას…

2017 წლის 17 აგვისტო ტიანშანის საბაზო ბანაკი…

ჩემს უსაფრთხოდ ხეტიალს აზღვევს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100