ამ ნომერში შენი ხეა
არსებობს უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა დარგო ხე. არსებობს ასევე უამრავი მიზეზი, რატომაც ხის დარგვას ყველა ვერ ახერხებს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები საგრძნობლად ამცირებს ამ მიზეზების რაოდენობას.
ჟურნალი „National Geographic საქართველო“ და კომპანია „Treepex“ თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის გამწვანებაში.
უბრალოდ გახდით ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ოქტომბრის თვეში, მიიღეთ ჟურნალი და მასში არსებული „Treepex“-ის უნიკალური QR კოდი და თქვენს სახელზე ხე დაირგვება.
ამ ეტაპზე დარგვითი ღონისძიებები მიმდინარეობას შემდეგ ადგილებზე: ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი, აჯამეთის დაცული ტერიტორია და თბილისის ეროვნული პარკი.
ხეები ძირითადად დაირგვება იქ, სადაც ისეთი ქართული სახეობების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, როგორებიცაა: კავკასიური ფიჭვი და ქართული მუხა. თითოეულ დარგულ ხესთან განთავსდება ინფორმაცია დამრგველის ვინაობის და ზუსტი მდებარეობის (GPS) შესახებ. ეს მონაცემები სახელობითი ხის ავტორს ელ. ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება და სურვილის შემთხვევაში მას ნებისმიერ დროს შეეძლება დაცული ტერიტორიის და ხის მონახულება.
გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, დატკბით ნაბეჭდი ჟურნალის ესთეტიური ღირებულებით, რომელიც 130 წლის განმავლობაში ავრცელებს ცოდნას პლანეტის შესახებ, 100 ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ამავე დროს შეიტანეთ მოკრძალებული წვლილი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც გარემოს გამწვანება ჰქვია.
დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ:
ეწვიეთ „National Geographic საქართველოს“ საიტს http://www.nationalgeographic.ge/subscribe/ გახდით ჟურნალის გამომწერი, მიიღეთ ჟურნალი ნებისმიერ მისამართზე და იპოვეთ თქვენთვის განკუთვნილი „Treepex“-ის უნიკალური კოდი. გადმოწერეთ ტელეფონში „Treepex“-ის აპლიკაცია (ის ხელმისაწვდომია როგორც IOS -სთვის, ასევე Android ტელეფონებისთვის), „დაასკანერეთ“ QR კოდი, რის შემდეგაც გააქტიურდება ფოტოკამერა. გადაუღეთ ფოტო ჟურნალის ყდას.
გილოცავთ! თქვენს სახელზე ხე დაირგო.
სურვილის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ ქსელში, „ჰეშთაგით“ #დარგეხე, #ამნომერშიშენიხეა, იმისთვის რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს გარემოს გამწვანების აქციაში.
კომენტარი