სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

TV9-ს ყოფილი დირექტორის განცხადება

"მეცხრე არხის" ყოფილი დირექტორი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს. კახა ბექაურის განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ

"მეცხრე არხისთვის მიცემული ჩემი კომენტარი, რომელიც ეთერში არ გავიდა: "საერთო გაზეთში" გამოქვეყნებული სტატია არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც წამოიწყო "ყველაფრისმცოდნე", უვიცმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა ჯერ ტელეკომპანია "მაესტროს" პრეს-კლუბში მეცხრე არხის მენეჯმენტის ცვლილება ამ არხის ურეიტინგობას დაუკავშირა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა IRI-ს კვლევის შედეგები, სადაც ტელეკომპანიის გავრცელების არეალის გათვალისწინებით, მეცხრე არხი, ყურებადობით და სანდოობით პირველ ადგილზეა.

ბუნებრივია, მეცხრე არხის ხუხაშვილისეული ურეიტინგობა არც საზოგადოებამ მიიღო და კვლევამაც საწინააღმდეგო დაადასტურა. ამიტომ საჭირო გახდა ბინძური კამპანიის მიმართულების შეცვლა და მეცხრე არხიდან წასული თანამშრომლების "ნაციონალური მოძრაობის" აგენტებად გამოცხადება.

ლუბა ელიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ასევე გამოთქვამს ეჭვებს, მიმდინარე ფინანსური აუდიტის შედეგად, მომავალში გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ. როდესაც ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა იცვლება, გადაბარების პროცესში ბუნებრივია ფინანსური აუდიტის ჩატარება, მაგრამ არაბუნებრივია, როდესაც დღევანდელი დირექტორი ფინანსური აუდიტის დამთავრებამდე, საჯაროდ, შესაძლო დარღვევების შესახებ ეჭვებს გამოთქვამს.

ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ხუხაშვილი და ელიაშვილი საჯაროდ აწარმოებენ. მე არ ვიცი რა მოტივები ამოძრავებთ მათ, ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, მაგრამ მე მზად ვარ საჯაროდ ვუპასუხო ყველა ამ "ბრალდებას", მათ შორის საჯაროდ გავარჩიო, ქალბატონ ლუბასთან ერთად, ნებისმიერი აუდიტორის მიერ გაკეთებული ფინანსური დასკვნა და მისი ეჭვების არდადასტურების შემთხვევაში, საჯაროდ აღიარონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების დეფიციტი", - წერს ბექაური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100