სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთ-ერთი წყარო ე.წ. „სასწრაფოს კლასტერია“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლინდა და სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისი თქმით, ახალი ინფიცირებულების წყარო, ე.წ „სასწრაფოს კლასტერი“ და სვანეთის წყაროა.

„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100