გადაცემის წამყვანი ნინი ობგაიძე: შსს-მ ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტგადაცემა „ნინი ობგაიძის თოქ-შოუ“ -ს მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც არასრულწლოვანი ონანიზმით არის დაკავებული, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, გავრცელებას ან რეკლამირებას გულისხმობს, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობას ანდა მის შენახვას გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.
სკანდალური კადრები გადაცემის ანონსში გავიდა და გავრცელდა. გადაცემას ვიდეომასალა მშობელმა მიაწოდა. როგორც დედა ამბობს, მისი შვილი, სავარაუდოდ, ონანიზმით არის დაკავებული. გადაცემა უფლებადამცველების და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.
გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანი კომენტარს აკეთებს. აი, რას წერს ნინი ობგაიძე სოციალურ ქსელში:
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიება 255-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელებას ან რეკლამირებას, ასევე საგნით ვაჭრობას ანდა მისი შენახვა გაყიდვას ან გავრცელებას გულისხმობს. პირველ რიგში აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ვიდეომასალაში არ ყოფილა გამოყენებული არანაირი პორნოგრაფიული ხასიათის კადრი. გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია,რომ ვიდეომასალაში არასრულწლოვანი ონანიზმით არის დაკავებული,რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იმედს ვიტოვებ,რომ მათ ნანახი აქვთ აღნიშნული ვიდეომასალა. ასევე დარწმუნებული ვარ,რომ მათთვის კარგად ცნობილია ამავე მუხლის დისპოზიციის შინაარსიც, ვციტირებ, აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კანონმდებლის მიერ კოდექსშივე გაკეთებულ შენიშვნას: ,,პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები,რომელსაც აქვს,სამედიცინო,სამეცნიერო,საგანმანათლებლო,ან სახელოვნებო ღირებულება’’. გადაცემა კი ნამდვილად გახლავთ როგორც სამედიცინო, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის და ღირებულების. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,რომ გადაცემაში არანაირი პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეო გამოყენებული არ ყოფილა.
პ.ს. ვაკონკრეტებ, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი მედიის საშუალებით გახდა.
კომენტარი