სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარშირებული შამპინიონები

მასალა:

300 გრამი შამპინიონი

1 სუფრის კოვზი კარაქი

1 ჭიქა კარტოფილის პიურე

1 ცალი პატარა მჟავე კიტრი

მარილი, პილპილი

შამპინიონები გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. სოკოს თავები (მთლიანი) მოვშუშოთ კარაქში. სოკოს ფეხები წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. შემდეგ მოშუშული სოკოს ფეხები შევურიოთ კარტოფილის პიურეს, კარგად მოვაყაროთ პილპილი და ამ მასით ამოვავსოთ სოკოს თავები. თითოეულ ასეთ სოკოზე ზევიდან მოვათავსოთ მჟავე კიტრის პატარა ნაჭერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100