სკანდალი კიას ახალი მოდელის გარშემო
სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანიის ‘’კია’’ ს სპეციალისტები ვერ იამაყებენ ევროპაში ტერორიზმის უახლესი ისტორიის ღრმა ცოდნით, ამის დასტურია ფირმის გარშემო ატეხლი სკანდალი.
ძირითადი უსიამოვნებების მიზეზი დაკავშირებულია კიას ახალი მოდელის “provo” -ს სახელწოდებასთან. მოგეხსენებათ ტერორისტული დაჯგუფება სახელად პროვო, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, არაერთი ტერაქტის ავტორია, რის გამოც ავტომობილის სახელმა ევროპის აღშფოთება გამოიწვია.
კომპანიის მენეჯერი განმარტავს, რომ ეს სახელი აირჩია მისმა წარმომადგენლობამ ფრანკფურტში. მისივე განცხადებით ახალი მოდელის სახელწოდების შერჩევისას კიას მიზანი არანაირი ბოროტი განზრახვა, შეურაცხყოფა ან ვინმეს ინტერესების დაცვა არ ყოფილა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ კია პროვოსთვის სახელის შეცვლაზე ჯერჯერობით არც კი მსჯელობენ.
კომენტარი