18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს სენტიმენტალური და მგრძნობიარე იქნებით. მუშაობაში სიზარმაცე ხელს შეგიშლით. კარგი იქნება, თუ ზომიერებას გამოიჩენთ ხარჯებსა და კვებაში.
კურო – დღეს მეგობრის რჩევა დაგჭირდებათ. შესაძლოა, იურისტსაც მიმართოთ კონსულტაციისათვის. გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
ტყუპები – დღეს სიამოვნების მიღების მიზნით, დამატებითი ხარჯების გაღება მოგიწევთ. თუმცა, გახსოვდეთ, ბედნიერება მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას არ მოაქვს.
კირჩხიბი – დღეს თანამოსაუბრის პოვნა გაგიჭირდებათ. სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდეთ. საღამოს მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა გელოდებათ.
ლომი – ნუ წამოიწყებთ გრძელვადიან საქმიანობას, ვინაიდან თქვენი პარტნიორი არცთუ ისე საიმედო აღმოჩნდება. ახლობლებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობას გაუფრთხილდით.
ქალწული – დღეს თქვენი საქმიანობა ფინანსურ სფეროსთან იქნება დაკავშირებული. განსაკუთრებული ყურადღება დიდ თანხებს დაუთმეთ, ნუ დაკარგავთ დროს წვრილმან თანხებზე ფიქრით.
სასწორი – დღეს საქმისადმი მატერიალური ინტერესი განსაკუთრებით გაიზრდება. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენეთ ინტუიცია.
მორიელი – მოჭარბებული ემოციები სარისკო საქციელისაკენ გიბიძგებთ. კამათისას ეცადეთ გამონახოთ კომპრომისი. გაუწონასწორებელ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდეთ.
მშვილდოსანი – დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით, ამიტომ თავი აარიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
თხის რქა – ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც თქვენგან აქტიურობას მოითხოვს, წარმატებით დასრულდება. მიზეზი და საშუალება მოგეცემათ თანამშრომლებთან უფრო ახლო ურთიერთობის დასამყარებლად.
მერწყული – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ყველა საქმიანობაში. განასკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინსტრუმენტების გამართულობას. ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს.
თევზები – დღეს თავს ცუდად იგრძნობთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ნერვიულობით, ასევე ფიზიკური ტრავმით.
კომენტარი