მარკუს მეტრეველი: „ბონდარენკო განსაკუთრებით მკაცრია ჩემს მიმართ… მოგების შანსი, რა თქმა უნდა, არ მაქვს“
მარკუს მეტრეველი წლევანდელ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. მომღერალი ერთ-ერთ კონცერტზე აუთსაიდერებშიც მოხვდა, თუმცა მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტში დარჩა. სიმღერისა და ცეკვების გარდა, მარკუსი ახალი პროფესიითაც დაინტერესდა. მალე მას საზოგადოება დიზაინერის ამპლუაში იხილავს. რას ფიქრობს „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“, ვის თვლის ყველაზე მკაცრ ჟიურის წევრად და როდის აქვს პირველი ჩვენება, ამაზე მარკუს მეტრეველი „დრონი.ჯი“-ს ესაუბრა:
რატომ გადაწყვიტეთ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღება?
ყოველთვის მაინტერესებდა ეს პროექტი, მქონდა ინტერესი რამდენად გამომივიდოდა ცეკვა პროფესიულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს არ მიცეკვია ის ცეკვები, რასაც ვასრულებ ახლა, მაინც მინდოდა გამომეცადა ჩემი თავი და ვფიქრობ გავართვი თავი. შემოთავაზება მივიღე თუ არა, დავფიქრდი, ავწონ-დავწონე ჩემი შესაძლებლობები და დავთანხმდი.
როგორ ფიქრობთ ჟიური მკაცრი არის თქვენს მიმართ?
ვფიქრობ, მკაცრი და მომთხოვნია. ეს მათი საქმეა და ამას მივესალმები, მაგრამ ხანდახან აჭარბებენ. ბონდარენკო განსაკუთრებით მკაცრი და კრიტიკული იყო, ვიდრე ვიმსახურებდი. ჩემი მისამართით უფრო მკაცრია, ვიდრე სხვები. ძალიან ჩასაფრებული იყო ჩემ მოძრაობებზე, ჟიურის სხვა წევრები კი უფრო ლოიალურები იყვნენ და სწორ მინიშნებებს მაძლევდნენ.
კონკურენტად ვის აღიქვამთ?
იმდენად კარგად და ახლოს ვარ ყველასთან, მე ვარ მათი გულშემატკივარი, შესაბამისად ვერ ვიქნები კონკურენტი. ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან. ფავორიტიც მყავს, თუმცა დასახელებისგან თავს შევიკავებ.
მეწყვილეზე რას გვეტყვით, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?
ირა არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან მეხმარება. ის რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერ შევძლებდი. დიდ ენერგიას დებს ჩემ განვითარებაში. ასევე ძალიან მეხმარებიან ჩემი ქორეოფრაფები ქსუშა და დიმა, უნიკალური ადამიანები. მადლობას ვუხდი მათ. მადლობა ნოეს, მთლიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სტაფს, მენეჯერს, პროდისერს, ესეთი მაგარი პროექტისთვის, შეფუთვისთვის, გულშემატკივრობისთვის. მე არ მოველოდი თუ ესეთი ოჯახური სიტუაცია დამხვდებოდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი თბილი გარემოა. კონკურენციას ვერ ვგრძბობ, რომ ვინმე ვინმეს ეჯიბრებოდეს. პირიქით, ეხმარებიან ერთმანეთს, ყველა მუშაობს, მეგობრულები არიან. მე პირველ რიგში გავაკეთებდი კომენტარს, რომ ყოფილიყო შიგნით შური, ბოღმა, ქილიკი და დაცინვა. ერთმანეთს ისე ვუდგავართ გევრდში და ისე მეხმარებიან, აბსურდია როცა ამბობენ, რომ შიდაკონკურენციაა.
რამდენად გაქვთ გაამრჯვების შანსი?
მოგების შანსი, რა თქმა უნდა, არ მაქვს. მე ვარ ძალიან რეალისტი ადამიანი, რეალურად ვაზროვნებ. ჩემზე გაცლიებით კარგი მონაწილეები არიან. ფიზიკურდაც დრო არ მაქვს იმდენი, რომ დიდი დრო დავუთმო ცეკვებს, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული. ჩემი ოცნება იყო ქართულ ტურამდე მივსულიყავი, ახლა უკვე ღმერთი და მაყურებელი გადაწყვეტს როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა ჩემს გულშემატკივარს.
მომავალში, თქვენს პროფესიაში თუ დაგეხმარებათ ეს გამოცდილება?
ამ საქმემ, ცეკვებმა მომცა დიდი მუშაობის უნარი, გამოცდილება, განმავითარა პლასტიკაში. წლების მანძილზე მივიწყევბული მქონდა და ჩამაყენა ისევ ფორმაში. ძალიან დამეხმარება ჩემი საქმისთვის, კარიერის განვითარებაში. ქორეოგრაფია საჭიროა, როგორც მომღერალს მჭირდება სცენისთვის და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა.
რა ხდება თქვენს კარიერაში, ამჟამად რაზე მუშაობთ?
ახალი სიმღერაზე ვმუშაობ, მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე. წინა თვეში უკვე ჩავწერე ორი ახალი სიმღერა. ეს ახალი სიმღერა კი სექტემბერში გამოვა. კლიპზეც დავიწყებ მუშაობას.
ტანსაცმლის დიზაინის კუთხითაც დაიწყეთ მუშაობა, რას გეგმავთ?
ამჟამად პირველ კოლექციაზე ვმუშაობ, ჩვენება 28 ივლისს რომში გაიმართება. ქარველი მოდელები მიგვყავს საღამოსთვის და შემდეგ უკვე საქართველოშიც ვანახებთ საზოგადოებას. ვაპირებ რომ აჭარის მოდის კვირეულზე მივიღო მონაწილეობა.
პირად ცხოვრებაზეც რომ გვითხრათ, ამჟამად თუ ხართ დაკავებული?
ამ ეტაპზე ამით არ ვარ დაინტერესებული, მარტო ვარ. სიმარტოვე კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის, საქმით ვარ დაკავებული და ეს დიდ დროს, გაფრთხილებას მოითხოვს. თუ მოვა რატომაც არა!
კომენტარი