21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოერიდეთ უსიამოვნებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ზოგიერთს ტოტალურ კონტროლს დაუწესებენ. მოსალოდნელია კრიტიკაც. იყავით მეტად დიპლომატიური და დისციპლინირებული.
კურო
გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. აკონტროლეთ კოლეგი და საქმიანი პარტნიორები ან მოსალოდნელია, ოფისი შეგიმოწმოთ შესაბამისმა ორგანოებმა. შესაძლოა, ექიმთან ვიზიტმა მოგიწიოთ.
ტყუპი
იყავით დისციპლინირებული. აკონტროლეთ საკუთარიც და გარშემო მყოფების ქმედებებიც. მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანის დაწყება. სიმკაცრე გმართებთ ბავშვებთან ურთიერთობისას.
კირჩხიბი
საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. მოერიდეთ უთანხმოებას ოჯახის წევრებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ საბინაო და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება.
ლომი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. მეტი ყურადღება დაუთმეთ უკვე დაწყებულ პროექტებს. დიპლომატია გმართებთ უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას.
ქალწული
აკონტროლეთ ხარჯი და დაიცავთ ბალანსი შემოსავალსა და გასავალს შორის. აირჩიეთ ის პროფესია, რომელიც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. სამოსის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მათ ხარისხს.
სასწორი
იყავით მეტად ორგანიზებული და დისციპლონირებული. ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და ნუ მოცდებით გართობაზე. ზედმეტმა სიცივემ და ჩაკეტილობამ შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ გარშემო მყოფებთან.
მორიელი
ყველას ნუ მოუყვებით თქვენს იდეებსა და მოსაზრებებს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, მაგრამ ნურც განმარტოვდებით. ეცადეთ, გვერდით საიმედო ადამიანები გყავდეთ (პარტნიორებადაც).
მშვილდოსანი
მეტი დრო გაატარეთ ჭკვიანი ადამიანების გვერდით, რომლებიც დაგეხმარებიან, გასწავლიან. შეიძლება პროფესიის შეცვლაზე დაფიქრდეთ. დღეს გაიგებთ ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი.
თხის რქა
იყავით ორგანიზებული და დიპლომატიური. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ხელმძღვანელობასთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. მოსალოდნელია ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა. მზად უნდა იყოთ გამოცდებისთვის.
მერწყული
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში, მაგრამ ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. თუ სხვა ქალაქში, ქვეყანაში ხართ, შეიძლება სახლში დაბრუნებაზე დაფიქრდეთ.
თევზები
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას, ავანტიურას და დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. აკონტოროლეთ საქმიანი პარტნიორები, კოლეგები. ნუ ელით, რომ ყველა გაიზიარებს თქვენს მოსაზრებებს.
კომენტარი