სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიტყვის თავისუფლება" რუსულად, ანუ მოკლული ჟურნალისტების სია

საერთაშორისო ორგანიზაცია "Freedom House "-მა მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად ჟურნალისტებისათვის, სადაც სიტყვის თავისუფლება და საინფორმაციო საშუალებების დამოუკიდებლობა უკიდურესად შეზღუდულია.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
ეს ინფორმაცია არც მოულოდნელობა ყოფილა და არც სიახლე. თავისუფალი პრესის მდგომარეობა რუსეთში დიდი ხანია დასავლეთის შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კონსტიტუცია ამაყად აძლევს თავისუფლების გარანტიებს მასმედიის საშუალებებს, თავად ჟურნალისტები თავს თავისუფლად არ თვლიან და ხელისუფლების მხრიდან დევნასა და ზეწოლაზე საუბრობენ. ჯერ მარტო გასული წლის განმავლობაში ათეულობით ჟურნალისტის საქმე გადაეცა სასამართლოს, მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნდოვანი მიზეზებით.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
როგორც ირკვევა, რუს ჟურნალისტებს არ აქვთ საშუალება თავისუფლად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთისთვის ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორებიცაა, ჩრდილო კავკასიაში ადამიანის უფლებათა დარღვევა, კორუფცია ხელისუფლებაში, ორგანიზებული დანაშაული, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები. თავად ჟურნალისტები მუდმივად თავდასხმის ობიექტები არიან, მათი უფლებები სისტემატურად ირღვევა.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
მიმდინარე წელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი კვლევები რუსეთში პრესის მდგომარეობის შესახებ. თუმცა რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება ამ ანგარიშებით დიდად არ დაინტერესებულა. ქვეყანაში დღემდე გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმები, მკვლელობები, ცენზურა და ა.შ.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, გამოვლინდა ათი ყველაზე საშიში ქვეყანა პრესის წარმომადგენლებისათვის. ეს ათეული ასე გამოიყურება: ერაყი, ფილიპინები, რუსეთი, ასევე სომალი, პაკისტანი, კოლუმბია, ავღანეთი, შრი-ლანკა და მექსიკა.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
ამ დოკუმენტის ავტორი იძიებს ყველა იმ ჟურნალისტის მკვლელობასაც, რომელიც რუსეთში განხორციელდა 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსი ჟურნალისტების უმრავლესობა ჩრდილო კავკასიის კონფლიქტურ რეგიონში არ დაღუპულა.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
მოკლული ჟურნალისტების სიაში არიან 2009 წლის ივლისში დაღუპული ნატალია ესტემიროვა და ასევე ცნობილი დაღესტნელი ჟურნალისტი, აბდუმალიქ ახმედილოვი, გაზეთ "ხანიკატი"-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე. ახმედილოვი 2009 წლის აგვისტოში მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ამგვარ სიტუაციაში რუსი ჟურნალისტები მწვავე თემებზე დუმილს რომ ამჯობინებენ და თვითცენზურას მიმართავენ, უკვე გასაკვირი აღარაა.
სგჯდფგჯდფგჯკდფლ;გკ;დ
ფიზიკური ძალადობა, დევნა, მუქარა, დაკავების შემთხვევები, გაუხსნელი მკვლელობები – რუსული მედიის მუშაობის ჩვეულებრივი შემადგენელი თანმდევი კომპონენტებია. რუსეთში მოკლული ჟურნალისტების სიაში შედიან აგრეთვე: საინფორმაციო სააგენტო "რია 51"-ის რედაქტორი, შაფიჰ ამხაროვი, "ნოვაია გაზეტა"-ს ჟურნალისტი – ნასტასია ბაბუროვა, გაზეთ "კორუფცია და დანაშაულის" მთავარი რედაქტორი ვიაჩესლავ იაროშენკო და სხვა, ათეულობით ჟურნალისტი, რომელთა მკვლელობის საქმეთა უმრავლესობა გამოუძიებელია.

საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციებზე დაყრდნობით, ზოგადად მსოფლიოში ჟურნალისტებზე თავდასხმების და მედიის წარმომადგენლების მკვლელებების თვალსაზრისით, საგანგაშო მდგომარეობაა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 1000-მდე ჟურნალისტი დაიღუპა. შოკისმომგვრელია ის ინფორმაცია, რომ მათი დაღუპვის მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში იყო არა შემთხვევითობა, არამედ დაგეგმილი მკვლელობა გასაჩუმებლად. რეპორტიორის პროფესია კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად მსოფლიოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100