სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა 2012 წელი კახეთისა და გურიის წლად გამოაცხადა

2012 წელი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის, ხოლო დასავლეთ საქართველოში გურიის წელი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გურიაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, შეიქმნება გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდი, რომელსაც სათავეში სიმბოლურად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება.

პრეზიდენტის განცხადებით, გურიაში უნდა იყოს ყველგან კარგი გზები, ბუნებრივი აირი, გამრიცხველიანება და წყალგაყვანილობა.

ტურიზმის განვითარების კუთხით კი დაიწყება ურეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, ასევე კურორტ ბახმაროს განვითარება.

სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ეტაპი არის მოსახლეობის გადამზადება და ამ მიზნით ოზურგეთში განათლების სამინისტროსთან ერთად რეგიონული ცენტრი გაკეთდება, სადაც ყველა ასაკის ადამიანის გადამზადება მოხდება.

“ცოტა ხანში ისეთი მშენებლობები იწყება, რომ შეიძლება კვალიფიციური კადრების დეფიციტი დადგეს ამ პროცესში. რაც იწყება უნდა დაიქოქოს, დაიქოქოს და არასდროს გაჩერდეს”-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100