ობამა დალაი ლამას შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი ლამას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ობამამ გამოთქვა მხარდაჭერა აღუთქვა დალაი ლამას ტიბეტის რელიგიური და კულტურული უნიკალურობისა და ტიბეტელთა უფლებების დაცვის საქმეში. ობამას თქმით, მხარეთა შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარევლად აუცილებელია დილოგის დაწყება დალაი ლამას წარმომადგენლებსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის. ადრე პეკინმა მოუწოდა ვაშინგტონს გადაედო დალაი ლამასთან შეხვედრა, რაც ჩინეთის თქმით, ზიანს მიაყენებს ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობებს. ჩინეთი დალაი ლამას სეპარატიზმში ადანაშაულებს.
კომენტარი