სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს.

ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართულ მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

ოკუპანტები გატაცებულს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ადამიანების გატაცების უკვე მე-13 შემთხვევაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100