„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მშობლები გახდნენ
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობებს, კიტ ჰარინგტონს და როუზ ლესლის ბავშვი შეეძინათ. ამის შესახებ გამოცემა Page Six წერს.
Page Six-ის ინფორმაციით, კიტი და როუზი თავს ბედნიერად გრძნობენ და ახალშობილ ვაჟთან ერთად ლონდონის ქუჩებში ხშირად დასეირნობენ.
წყვილმა ერთმანეთი „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნო. სერიალში კიტ ჰარინგტონი ჯონ სნოუს, როუზ ლესლი კი იგრიტის როლს თამაშობდა. მათ 2018 წელს იქორწინეს.
კომენტარი