სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქეი-ეს-ბი" საკრედიტო ბარათის ყველაზე მაღალ პროცენტად გთავაზობთ

52 წლის ავტომანქანის ნაწილებით მოვაჭრე ავთო 2 თვეა რაც "ქეი-ეს-ბი" ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის მფლობელია და უკვე ნანობს, რომ ბანკის მიერ შემოთავაზებულ ხრიკს დასთანხმდა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს რესპოდენტმა უთხრა, ბან­კ­მა საკ­რე­დი­ტო ბა­რათ „next”-ზე 2000 ლა­რის საკ­რე­დი­ტო ლი­მი­ტი დაუმტკიცა. ბანკთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული თანხა ავთომ 1 წლის ვადაში უნდა დაფაროს.

კლენტი უკმაყოფილოა, რომ ყო­ველ თვე გა­და­სახ­დე­ლი ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბუ­ლი თან­ხის 5% -ს იხდის. მითუმეტეს რომ ეს 100 ლა­რი არ აკ­ლ­დე­ბა მთლი­ა­ნი ვა­ლის ძირს.

„ამას გარდა ვიხდი ყველაზე მაღალ წლი­უ­რ პროცენტს - 29%, რაც ყო­ველ თვე გა­მო­დის 48 ლა­რი, პლი­უს სა­კო­მი­სიო 35 ლა­რი და გა­ნაღ­დე­ბის 3%(60 ლა­რი, რაც წლის ბო­ლოს და­საბ­რუ­ნე­ბელ მთლი­ან თან­ხას აკ­ლ­დე­ბა), ძალიან ვნანობ, რომ ბანკის ხაფანგში გავები, რასაც ქვია გავიყიდე, რასაც ვშოულობ ბანკს ვაძლევ“.- აცხადებს მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს რედაქციას იმიტომ დაუკავშირდა, რომ სხვებიც არ „დააგოიმოს"ქეი-ეს-ბი"-მ“.

"ქეი-ეს-ბი"-ს პროცენტის მიხედვით, წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი გა­მო­დის 154.36%, რაც დამეთანხმებით სხვა ბანკებთან შედარებით საკმაოდ ძვირია.

„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია აპირებს თუ არა ბანკი საკრედიტო პოლიტიკის გადახედვას და ამ კითხვით „კორ სტანდარტ ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან რთიერთობის სამსახრის უფროსს ნანა აბურჯანიძეს დაუკავშირდა.

ბანკის პიარის თქმით, ის ჟურნალსიტებთან „მეილის მეშვეობით კონტაქტობს“.

„გამოაგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“,- თქვა მან.

პ.ს : „პრესა.ჯი“„next”“ ბარათის პი­რო­ბე­ბს გთავაზობთ, რომ თვითონ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა "ქეი-ეს-ბი"-სთან ურთიერთობა.

სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი 55 დღე

- ნო­მი­ნა­ლუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი - 29% (ლარ­ში);

- საკ­რე­დი­ტო ლი­მი­ტის მო­ცუ­ლო­ბა - მინ. 200. მაქს. 5000;

- წლი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სიო - 35;

- ყო­ველ­თ­ვი­უ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ნა­ტა­ნი - მოხ­მა­რე­ბუ­ლი თან­ხის 5%;

- გა­ნაღ­დე­ბის სა­კო­მი­სიო - "ქეი-ეს-ბი" ბან­კის ბან­კო­მა­ტი­დან 3%;

მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი. და­უშ­ვათ

გაითვალისწინეთ, რომ გა­დახ­დის ერ­თი დღით დაგ­ვი­ა­ნე­ბის ან თუნ­დაც ერ­თი თეთ­რის არ გა­დახ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯა­რი­მა არის 15$-ის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100