სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მათ ნასას მარსზე მისვლა დაასწრეს, მაგრამ...

ნასას მორიგი გამაოგნებელი აღმოჩენა. ამერიკული კოსმოსური მოწყობილობით MRO (Mars Reconnaissance Orbiter) - მარსზე საბჭოთა აპარატი "Марс-3" დააფიქსირეს, რომელიც წითელ პლანეტაზე 1971 წლის დეკემბერში დაჯდა. აღნიშნულ ინფორმაციას Space.com ავრცელებს.

ნასა ადასტურებს, რომ დიდი შანსია, რომ MRO-ს მიერ დაფიქსირებული ობიექტი მართლაც საბჭოთა "Марс-3" იყოს.

ნასას აღმოჩენის შემდეგ კი რუსული მედია საზოგადოებას "Марс-3"-ის ისტორიას უამბობს. ავტომატურმა სადგურმა "Марс-3"-მა მარსისკენ გეზი 1971 წლის 29 მაისს აიღო, 2 დეკემბერს კი სამყაროს ისტორიაში პირველად დედამიწელების აპარატურა მარსზე დაჯდა. მარსზე დაშვების შემდეგ "Марс-3"-მა ინფორმაციის გადაცემა დაიწყო, თუმცა 14,5 წამის შემდეგ კავშირი გაწყდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "Марс-3"-ის მწყობრიდან გამოსვლა პლანეტაზე არსებულმა ზედმეტად მშრალმა გარემომ გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100