გვსურს, გამოვეხმაუროთ 2019 წლის 3 ივნისს თიბისი ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თიბისი ბანკი არის მყარი ღირებულებების მატარებელი კომპანია, რომელიც გუნდის მიერ იქმნებოდა 27 წლის მანძილზე. თიბისელებს ძალიან ხშირად უწევთ რთულ სიტუაციებში მოთმინებით და მაღალი სტანდარტის დაცვით დაეხმარონ მომხმარებლებს მათი მიზნების მიღწევასა თუ პრობლემების მოგვარებაში.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ თიბისი ბანკისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, იქნება ეს განხორციელებული მომხმარებლის თუ თანამშრომლის მიმართ. თანამშრომელსა და კლიენტს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს ეთიკის კოდექსს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება არ მომხდარა თიბისი ბანკის ტერიტორიაზე. უკვე დაკითხულები არიან ის თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ ინცინდენტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თიბისი ბანკს დროებით შეწყვეტილი აქვს შრომითი ურთიერთობა ინციდენტში მონაწილე თანამშრომელთან.
კომენტარი