სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ივნისს ქუთაისში დღის განმავლობაში +24 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთში. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში +24 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით წვიმა და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.

+20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გორში გამოიდარებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. მოსალოდნელია წვიმა.

ასევე იწვიმებს გუდაურში, სადაც დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში. დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100