სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერპოლის მიერ ძებნილი ალუდა გასვიანი საბერძნეთის პოლიციას ჩაბარდა

ინტერპოლის მიერ ძებნილი ალუდა გასვიანი საბერძნეთის პოლიციას ჩაბარდა.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, გასვიანმა მეუღლის მკვლელობა აღიარა.

დანაშაული სამი წლის წინ საფრანგეთში მოხდა. ფრანგმა სამართალდამცველებმა 25 წლის ინგა გასვიანის ცხედარს ტყეში მიაკვლიეს. იმ დროს ქმრის და 7 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ვარაუდობდა, რომ ოჯახი ტრეფიკიორების შურისძიებას შეეწირა, თუმცა შემდგომში ვერსია შეიცვალა, ალუდა გასვიანი ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მთავარ ეჭვმიტანილად აღიარეს და 2009 წლიდან ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა.

სამი წლის შემდეგ ალუდა გასვიანი პოლიციას საბერძნეთში ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.

როგორც ფრანგული პრესა წერს, მისი შვილი მურად გასვიანი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100