სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას შეუერთდნენ

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილი მივიდა.

დაზარალებულთა განცხადებით, ისინი უკვე წელიწადზე მეტია ითხოვენ სამართლიანობას, თუმცა სახელმწიფო მათ ყურადღებას არ აქცევს, რასაც სისტემურ პრობლემად მიიჩნევენ. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულთა ნაწილი იზიარებს მოთხოვნას პრემიერ–მინისტრის გადადგომის შესახებ, ასევე, თბილისის მერის პასუხისმგებლობას აყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100