სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციელ-ფსიქოლოგს ფსიქიურად დაავადებული დამნაშავე შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა

41 წლის მიშელ მესერმა დაახლოებით 2 კვირა გაატარა მიმალვაში 46 წლის საშიშ დამნაშავესთან, კორი ჩაპინთან ერთად. ფსიქიურად დაავადებული მამაკაცი ადამიანის გატაცებასა და ნარკოტიკების შენახვაში იყო ბრალდებული - წერს Daily Mail.

კორი არკანზასის შტატში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამ დაწესებულებაში იგი 2015 წელს მოხვდა. ექიმმა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა ჩაპინს და განაცხადა, რომ მკურნალობის გარეშე ის გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

2016 წელს კორის პირველი გაქცევის მცდელობა ჰქონდა - მას ორი დღით მამასთან მოსანახულებლად წასვლის ნებართვა მისცეს, თუმცა დამნაშავე ლას-ვეგასში გაიქცა და ნახევარი წელი მიმალვაში ყოფნა შეძლო.

ამჯერად კი გაქცევაში საკუთარი ფსიქიატრი დაეხმარა. როგორც პოლიციამ გაარკვია, მიშელს ჩაპინი შეუყვარდა. სწორედ მან მიაწოდა პაციენტს აკრძალული ნივთები: მობილური ტელეფონი, ელექტრო შოკი და გარკვეული ტაბლეტები. საბოლოო ჯამში მათ ერთად გაქცევა გადაწყვიტეს და ფსიქიატრიული კლინიკიდან პირდაპირ ლას-ვეგასში გაემგზავრნენ, სადაც მათ ორი კვირა დაჰყვეს.

ამ ეტაპზე ორივე მათგანი დაკავებულია და გადაყვანილია ნევადას ციხეში. მამაკაცს სასჯელი გაეზარდა, ხოლო ქალის მიმართ განაჩენს უახლოეს მომავალში გამოიტანს სასამართლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100