სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანულ სასტუმროში პოლიციამ ორასამდე გველი, ბაყაყი და კუ იპოვა

გერმანიის ქალაქ კიოლნის პოლიციამ სასტუმროში მცხოვრები სამი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ ნომერში 100-მდე გველი, 70 კუ და 20 ბაყაყი იქნა აღმოჩენილი.

9 დეკემბერს, სასტუმროს პერსონალმა, კიბეზე გველი აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ სასტუმროს ჩხრეკა ჩაატარა და სამი ჩინელის ნომერში უამრავი ქვეწარმავალი აღმოაჩინა.

ჩინელები ქვეწარმავლების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. კიოლნის სასამართლომ ბრალდებულები რამდენიმე ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, თავდებით გამოუშვა.

ქვეწარმავლები დროებით კიოლნის ზოოპარკში გადაიყვანეს. პოლიცია კი გამოძიებას კვლავ განაგრძობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100