ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის მხურვალე ჩახუტება SAG Awards-ის დაჯილდოებაზე - ყოფილი მეუღლეების ამ თბილმა სცენამ ხალხში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩნა
გასულ ღამეს SAG Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, სადაც ჰოლივუდის ყველაზე წონიანი ვარსკვლავები ერთად იყვნენ თავმოყრილი.
სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებთან ერთად ქალის საუკეთესო როლისთვის ჯენიფერ ენისტონი, ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად ბრეტ პიტი დააჯილდოვეს. სანამ თემატიკას გადავუხვევთ, უნდა აღინიშნოს, რომ ენისტონი ყოფილი მეუღლის სიტყვით გამოსვლისას მხურვალე ტაშით ამხნევებდა მას.
როდესაც ცერემონია დასრულდა, ორივე მათგანი პრესისთვის განკუთვნილ დარბაზში აღმოჩნდა, სადაც ერთმენეთს ძალიან თბილად და სიყვარულით მოეხვივნენ. ეს ჩახუტება ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ და ფოტო-მასალაც მალევე გავრცელდა ინტერნეტში. საზოგადოება ყოფილი მეუღლეების ასეთ თბილ დამოკიდეულებას ერთმანეთის მიმართ ნამდვილად არ ელოდა. ზოგი ფიქრობს, რომ მათი ჟურნალისტების დარბაზში შესვლა უბრალოდ დამთხვვა იყო და უხერხულობისგან თავის ასარიდებლად ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ზოგსაც ჯიუტად სჯერა, რომ ერთ დროს საუკეთესო წყვილი ისევ შერიგდება და ახლიდან ააწყობს ურთიერთობას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობების პირისპირ შეხვედრამ მათ თვალებში ისეთი ემოციები გამოავლინა, რომ შეუძლებელია, გარკვეული ეჭვები არ გააჩინოს ორივე მათგანის გულშემატკივარში.
კომენტარი