სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ექიმების აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია“

“დღეს პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ-ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის. რომელიც საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასევე იქნება მოწოდებული გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ ავამაღლოთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და, ზოგადად, როგორ გავზარდოთ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მოტივაცია” - ითქვა - ითქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) გამართულ კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი რამდენიმე დღის წინ თბილისს კიდევ ერთხულ სტუმრობდა და საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბერნარ კუშნერმა ერთ-ერთი მორიგი შეხვდრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა და მათთან ერთად პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვნელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც აუცილებელი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, რასაც ქვენსი საზოგადოება და „გლობალური აიანსის“ წარმომადგენლები მიესალმებიან.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებმა და ექიმებმა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი უწოდეს, დადებითად შეაფასეს „გლობალური ალიანსის“ ძალისხმევა და ჩართულობა.

ექიმმა მზია კახოიძემ სამინისტროს წარმატებულ რეფორმად შეაფასა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: „ვფიქრობ, ჯანდაცვის სფერო მიზანმიმართულად ვითარდება. ერთადერთ პრობლემდ ხელფასები რჩება. არ გვაქვს სამეურნეო ხარჯებისთვის თანხებიც კი. მისი დარეგულირება აუცილებელია, სხვაგავარად ესეთი დამოკიდებულება მომსახურების ხარისხზე აისახება. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ზრუნავს მოსახლეობაზე. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. გადარიცხვები დროულია, ლოდინის პერიოდიც ნორმის ფარგლებშია, ოპერაციები ერთ-ორ კვირაში ფინანსდება, ხოლო გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში ხუთ დღეზე მეტი არ არის საჭირო. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში, უცხოურ გამოცდილებას და ბატონი კუშნერის ვიზიტს, მათ რეკომენდაციებსა და რჩევებს, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმჯობესია გამოცდილი, ასაკოვანი ექიმების საქმეში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება. უნდა შეიკრიბონ ქართველი ექიმები, მათ შორის სოფლად დასაქმებულებიც, თუნდაც პროგრამების შედეგების დროს, რადგან ხშირად ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პროგრამის შემქმნელებმა არ იციან, თუ რა ხდება სოფლად. ამიტომ მოქმედი ექიმების აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

დასასრულს, ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელზეც საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული მომზადებული პროექტები წარადგინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100