იულია ლატინინა: მოსკოვის მიტინგები საქართველოსთან ომს მაგონებს
რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას შეფასებით, "რუსეთში მიმდინარე მიტინგების ისტორია საქართველოსთან ომს ძალიან ჰგავს".
"მაშინ კრემლში ძალიან სურდათ, სააკაშვილი კვერცხებით დაეკიდათ, თუმცა ბუშმა ხმა აღიმაღლა და კრემლის ხულიგნები ჩაიფუშნენ. ახლაც ასეა: პირველი მიტინგის დაშლა დაიწყეს, თუმცა ჰილარი ქლინთონმა და ევროკავშირმა ხმა აღიმაღლეს და ისინიც ჩაიფუშნენ. კომიკური დამთხვევით, თუ რუსეთში ვინმე უსმენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს სწორედ კრემლია. იგი გაცოფებულია და დორბლებს ყრის, თუმცა აშშ-ს მაინც ემოჩილება", - წერს ლატინინა "Новая газета"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში და აქვე დასძენს, რომ “სხვა საქმეა, რომ რაც საქართველოში ჯარებმა ვერ გააკეთეს, იმის კეთება შემდგომში ყველანაირი ტექნიკური ტრიუკების გამოყენებით დაიწყეს – წვრილმანი ტერაქტებით, ბოლომდე მიუყვანელი გადატრიალებებით, პოლიტიკოსების დაფინანსებით და ა.შ.".
"იგივე იქნება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაშიც: ეს იქნება ერთგვარი შიდა საქართველო, რომლის გაჭყლეტას ისეთი მეთოდებით შეეცდებიან, რომელიც ქლინთონის ყურადღების ზღვარზე დაბლა დგას, ხოლო რამდენადაც კლეპტოკრატიის ძირითადი კანონი იმაში მდგომარეობს, რომ კლეპტოკრატია ფულს ყოველთვის იპარავს, მათ შორის - საკუთარი ბოსებისგანაც, ეს მეთოდები ისეთივე ბრიყვული და აშკარა იქნება, როგორც საქართველოში", - წერს ლატინინა.
კომენტარი