ნეპალელი მამაკაცი პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანად აღიარეს
ნეპალის მოქალაქე, 72 წლის ჩანდრა ბაჰადურ დანგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის ყველაზე დაბალი ადამიანი, - ამის შესახებ დღეს „გარდიანი“ იტყობინება.
მისი სიმაღლე 54,6 სმ-ია, რაც პატარა ბავშვის ზომას არ აღემატება. ამასთან, გინესის რეკორდების წიგნის 57-წლიანი არსებობის განმავლობაში ჩანდრა იქ მოხვედრილთა შორისაც ყველაზე დაბალია.
დღემდე პლანეტის ყველაზე დაბალ მოსახლედ ფილიპინელი ჯუნრი ბალუინგი ითვლებოდა, რომელიც 60 სმ სიმაღლისაა.
კომენტარი