"კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს" - გიორგი გახარია
დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან სიტყვიერი კამათისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გახარიას უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში „ჩააგდეს“.
ოპოზიცია და შს მინისტრი გარდა ამ საკითხებისა, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებითაც არაერთხელ წაკამათდნენ.
კომენტარი