სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანჩო გიორგობიანი: ყველა იდიოტი მგონია, ვინც...

მანჩო გიორგობიანი 9 მაისის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება, მის პოსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ყველა იდიოტი მგონია, ვინც არაფრად აგდებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას.. რუსეთს რომ შევეშვათ, ამერიკა, ინგლისი და საფრანგეთი ლამის ისაკუთრებენ - ტრაბახობენ, სკოლებში ისწავლება , ფილმებს იღებენ.. ნამდვილი დღესასწაული აქვთ..

ჩვენ - "ალტრუისტები", ვიჯდეთ პირშიწყალჩაგუბებულები.. სხვებს "ვაჩუქოთ" უდიდესი გამარჯვება (((
არადა, პროცენტულად, საქართველოს წვლილი და გაღებული სისხლი ბევრად აღემატება სხვა ქვეყნებისას.. ბევრად! გენიოს სტალინზე რომ აღარაფერი ვთქვა...

600 000 -ზე ჩვენმა თანამემამულემ მიიღო მონაწილეობა, 300 000-ზე მეტი დაიღუპა .. დაინვალიდებულებს ვინ მოსთვლის?! გენოფონდი შევაწყვიტეთ...

შედარებისთვის, ამდენივე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.. დაახლოებით, 400 000 ინგლისელი, 100 000-მდე ფრანგი...

მრავალმილიონიანი ქვეყნები, ჩვენ 5 მილიონი. შეგვედარონ!..

საბჭოთა ჯარებმა, დაახლოებით 12 მლნ-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. (მებრძოლებზე ვამბობ..)
გერმანელების სამხრეთ ფრონტის შეჩერება კავკასიონზე რომ უმნიშვნელოვანესი იყო, ამაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობს... არადა, უკრაინის -სევასტოპოლი, ქერჩი, ოდესას ... ბუდიონოვის და ვოროშილოვის მიერ, კატასტროფული წაგების შემდეგ, სტალინმა, კავკასიონის დაცვა გადააბარა ბერიას..

ბერიამ შეკრიბა ქართველი მთამსვლელები, მონადირეები ინსტრუქტორებად და დამრტყმელ ძალად (სვანები, ხევსურები, ბაკურიანელები.. მთის ხალხი) ბაკურიანში გაიარეს სასწრაფო მომზადება, და უხელტეხილზე შეაჩერეს უძლიერესად ეკიპირებული, სპეციალურად მომზადებული ავსტრიელები (ალპებში მომზადებული)..

სამხრეთ მიმართულების წაგებამ, ფაშისტებს გადაუკეტა ბაქოს ნავთობი, რაც წყალივით აუცილებელი იყო მათი მოტორიზებული ბლიც-კრიგებისთვის..

"ბარბაროსა" ითვალისწინებდა ერთდროულ ფრონტს - ჩრდილოეთის, ცენტრის და სამხრეთ მიმართულებებისკენ..

კავკასიონის გადაკეტვამ, სტალინგრადის ბრძოლასთან ერთად , უმნიშვნელოვანესი დარტყმა მიაყენა გერმანელებს...

p.s. ეხლა სტალინზე და ბერიაზე არ დამიწყოთ "ჭკუის სწავლება"... ფაქტს ვამბობ, თორემ, რა მონსტრებიც იყვნენ, მეც ვიცი და ცალკე თემაა ..” - წერს გიორგობიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100