სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: „გასულ წელს მოსკოვში სულ სამჯერ ვიყავი – არც ისე ბევრია...“

საქართველოსათვის აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამასთან ერთად დაუშვებელია სამხედრო წინააღმდეგობის განმეორება, – ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კიევში გააკეთა.

"მიმაჩნია, რომ საქართველოსათვის, ისე როგორც მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ყოველ შემთხვევაში იმის მიღწევა, რომ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებს აღარ განმეორდეს", – განაცხადა ბურჯანაძემ კიევში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე პახუხის გაცემისას – თუ რატომ დადის ის ასე ხშირად მოსკოვში, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში იგი მოსკოვში სამჯერ იყო და ეს "არც ისე ხშირია".
"ერთს გეტყვით - მოსკოვში იმდენჯერ ჩავალ, რამდენჯერაც ჩასვლას საჭიროდ ჩავთვლი, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნებისნიერ ქვეყანაში", – განაცხადა ბურჯანაძემ და უარყო ბრალდება იმისა, რომ იგი პრორუსული პოლიტიკოსია.

"მე პროქართული პოლიტიკოსი ვარ, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჰქონდეს სტრატეგიული და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთის სახელწფოებთან და დასავლურ სერიოზულ სტრუქტურებში ინტეგრირება მოახდინოს, მაგრამ საქართველოსათვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები", – განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ანტირუსული რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა სწორედ ამ პერიოდში შეძლო საქართველოში რიგი მნიშვნელოვანი პოზიციის დაბრუნება.

კერძოდ, მისი თქმით, რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ კვლავ აქვს სამხედრო ბაზები, ხოლო საქართველოს გაწევრიანება ნატოში კი გაურკვეველი დროით გადადებულია.
"არავითარი ნატო საქართველოს არ ესახება, მანამ ვიდრე რუსული ტანკები თბილისის ცენტრიდან 20 წუთის სავალზე დგანან. ჯერ კონფლიქტი დარეგულირებული არ არის", – აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100