რუსეთის მხრიდან გენოციდის შედეგად დაღუპულ ჩერქეზ ხალხს საქართველოში მემორიალს უდგამენ
ჩერქეზი ხალხის გენოციდი რუსეთის მხრიდან საქართველომ უკვე ოფიციალურად აღიარა. როგორც გაირკვა, გენოციდის აღიარებასთან ერთად, საქართველოში ჩერქეზ ხალხს მემორიალსაც დაუდგამენ. დიასპორისა და კავკასიის საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, რუსული გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფი მემორიალი შავიზღვისპირეთში აღიმართება.
როგორც ნუგზარ წიკლაური აცხადებს, ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა: 21 მაისს, კავკასიის ომის მსხვერპლთა ხსენების დღეს ჩერქეზები, ტრადიციის მიხედვით, წყალში ყვავილებს ყრიან. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი: იგეგმება ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ ხალხის გენოციდის ამსახველი დოკუმენტები.
კომენტარი