თბილისში 16 წლის გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში (ლამისყანის თემი) მცხოვრები გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.
16-წლის მოზარდ გოგონას, სავარაუდოდ, ყელში ჯირკვლების ანთება ჰქონდა. მას ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.
კასპის მერის წარმომადგენელი ლამისყანის თემში, გიორგი ჭიხინაშვილი აცხადებს, რომ გოგონა სოფელში მუდმივი მცხოვრები არ იყო: ,,სოფელში მუდმივად მხოლოდ ბიძები ცხოვრობენ. არ იციან, კონკრეტულად, რომელ საავადმყოფოში ჰყავდათ" - ამბობს მერის წარმომადგენელი.
წყარო: qartli.ge
კომენტარი