სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი ქორწინებამდე: მამაკაცისთვის შეიძლება, ქალისთვის - ნურას უკაცრავად?

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის თანახმად, ქორწინებამდე სექსუალურ ურთიერთობას გამართლებულად მამაკაცისთვის - გამოკითხულთა 25%, ხოლო ქალისთვის 1% მიიჩნევს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2011 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, დანაშაულის თვითმხილველობის შემთხვევაში, საკუთარი ნებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემას გამართლებულად გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, ქალისთვის ქორწინების გარეშე შვილის გაჩენას კი მხოლოდ 6% ამართლებს.

იმავე კვლევის თანახმად, გადასახადების დამალვას, ქრთამის აღებას და მთავრობისგან კუთვნილი დახმარების მოთხოვნას გამართლებულად გამოკითხულთა 2%-2% მიიჩნევს, ხოლო კანონიერ ქურდთან საქმის გარჩევას, მოპარული ნივთის შეძენას, ქრთამის მიცემას და ჰომოსექსულაობას კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 1%-1% ამართლებს.

ცნობისთვის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში" ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გუშინ გაიმართა.

ანგარიში 2009 და 2011 წლებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და მასში წარმოდგენილია ქართული საზოგადოების განწყობა ევროკავშირის მიმართ. 2009 წლის 26 ივლისიდან 7 აგვისტომდე 1683 რესპონდენტი გამოიკითხა, ხოლო 2011 წლის 7-დან 18 ივლისამდე - 1818.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100