21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: დღეს ძალიან ბევრი საქმე გექნებათ. თავდაპირველად გადაახარისხეთ ყოველივე და დღე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებით დაიწყეთ. კარგი იქნება რჩევას მეგობრებსაც თუ დაეკითხებით და გაითვალისწინებთ მათ. დღის ბოლოს კი თქვენთვის სასიამოვნო ადამაინებთან გაატარეთ დრო.
კურო: დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. რამდენიმე მათგანთან სულიერ კავშირსაც იგრძნობთ და შესაძლოა სამომავლოდ სწორედ ეს ადამიანები იქცნენ იმ მეგბრებად, რომელთა ნდობა ნებისმიერ სიტუაციაში შეგეძლებათ.
ტყუპები: დღეს ფინანსური თვალსაზრისით შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. გადახედეთ თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. ნუ გაფლანგავთ ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე დღეში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
კირჩხიბი: საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები შესაბამისად შეაფასეთ. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ პრობლემების მოგვარება, ამიტომ ნუ ეცდებით საკუთარი სირთულეები მოსაგვარებლად სხვას მიანდოთ.
ლომი: შესაძლოა დღეს გეგმების შესრულება ვერ შეძლოთ. ამის გამო არ ღირს ხასიათის ცვლილება და გართობაზე უარის თქმა. საღამოს საათებში მოგეცემათ მეგობრების წრეში თავდავიწყების საშუალება. ამიტომ გამოიყენეთ ეს შანსი და გარკვეული ხნით საკუთარი პრობლემები მიივიწყეთ.
ქალწული: თქვენ მუდამ იდეალურობისკენ ისწრაფვით. ეს ბრძოლა კი საკმაოდ დამღლელია. ხშირად იმედებიც გიცრუვდებათ, რადგან დასახულ მიზანს ვერ აღწევთ. ეცადეთ საკუთარ თვისებებშ გარკვეული კორექციების შეტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ ბევრ საკითხში გაგიჭირდებათ.
სასწორი: დღეს ახალ ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობის წამოწყება. კარგი იქნება ამ შემთხვევაში მათსაკუთარ რეალურ სახეს თუ აჩვენებთ. დაიცავით თქვენი პოზიციები და სამომავლოდ ყოველივე კარგად იქნება.
მორიელი: დღეს კარგი დღეა მიზნებისა და ოცნებების ასახდენად. თქვენს მისწრაფებებში ამოარჩიეთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ოცნება და შეუდექით მის ასახდენად მუშაობას.
მშვილდოსანი: თქვენ გიჭირთ ენდოთ ადამიანებს. ეს არ არის ცუდი თვისება, არამედ პირიქთ, ასეთი ქცევა ხშირად გეხმარებათ ამოიცნოთ ადამიანის რეალური სახე. მიუხედავად ამისა, ეცადეთ ეს უნდობლობა ოჯახის წევრებთან მაინც შედარებით იშვიათად გამომაჟღავნოთ.
თხის რქა: დღეს შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. კარგი იქნება წინასწარ თუ მოემზადებით, რადგან ემოციური ფონი თქვენში სხვადასხვა გრძნობების გადახარისხებას გამოიწვევს.
მერწყული: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეს ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსაკუთრებულ ბრძოლას დაიწყებთ. მოგინდებათ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდეთ და ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის შეუდარებელი სვლა იქნება.
თევზები: დღეს თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები რჩევებს არ დაიშურებენ. მსგავსი სიტუაცია აუცილებლად იმოქმედებს თქვენს ნერვებზე. კარგი იქნება ამ რჩევებიდან თქვენთვის მისაღებს თუ ამოკრებთ და გაითვალისწინებთ.
კომენტარი