ავტომანქნა არხში ჩავარდა და ცეცხლი მოედო - მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში.
თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი საბურავს გაუჩნდა. რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, არხში ჩავარდა და მანქანას ცეცხლი მთლიანად მოედო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი