საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებსა და ჯორჯიან მანგანეზის შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა
ხანგრძლივი, პარტნიორული მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში დასაქმებულთა სოციალური დაცვის ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც აისახა მხარეებს შორის გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაში
პარტნიორობის ფარგლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარე ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი, ამავე ორგანიზაციის რეგიონალური და დარგობრივი ხელმძღავნელები. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ ქარხნის სიახლეებს და შეხვდენენ მშრომელებს.
“…გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი საწარმოს ხელმძღვანელობისგან, გადაიდგა ნაბიჯი პროფკავშირებისგან, ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს პარტნიორობისაკენ”-განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
კოლექტიური ხელშეკრულების მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება გამოვყოთ ხელფასების ინდექსირების მექანიზმი, ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად. ასევე გაზრდილი დასვენების (შვებულების) დღეები, სადღესასწაულო და უქმე დღეებში მუშაობისას განსხვავებული ანაზღაურების კოეფიციენტის დაწესება და ა.შ.
მოლაპარაკების პროცესი არ იყო ადვილი, თუმცა შედეგი მიღწეული იქნა მხარეთა შორის პარტნირული დამოკიდებულებით და ყოველგვარი საპროტესტო აქციების ზეწოლის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმება უპრეცენდენტოა საქართველოში მოქმედ საწარმოებს შორის და ჯორჯიან მანგანეზს გამოარჩევს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობების სტანდარტებით საკუთარი თანამშრომლების მიმართ.
„ჯორჯიან მანგანეზი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
®
კომენტარი