საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "ენმ"-ს რიგებს უერთდება
„ნაციონალური მოძრაობა“ სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობას მართავს. ყრილობის დაწყებამდე კი ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "ენმ"-ს რიგებს უერთდება:
„მე უკვე აღარ ვარ მოწვეული წევრი. შეგიძლიათ, ჩამთვალოთ, როგორც ამ ორგანიზაციის წევრად. მგონია, რომ ამ პარტიის და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სასიხარულო მოვლენასთან გვაქვს საქმე. მომავალზე რომ ვსაუბრობთ, ორ მიზანზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია და მეორე, რომ პარტია ჩადგეს ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
კომენტარი