ირანის აიათოლამ სოციალური ქსელი Facebook-ით სარგებლობას ცოდვა უწოდა
ირანის მაღალი რანგის აიათოლამ სოციალური ქსელი Facebook-ით სარგებლობას ცოდვა უწოდა. „თავისი არსით, ნებისმიერი ვებსაიტის მონახულება, რომელიც ამორალურ ქცევას უწევს პროპაგანდას, ეწინააღმდეგება ისლამის ნორმებს. ამიტომ თავისთავად ამ გაერთიანებებში მონაწილეობა უკვე არის ცოდვა“, განაცხადა აიათოლა ლოტფოლა საფი-გოლპაიგანიმ, რომლის სიტყვებს იმოწმებს სააგენტო ISHA. ოქტომბერში გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, Facebook-ის ანგარიში 17-ტ მილიონ ირანელს აქვს. ამასთან, ქვეყანაში მოქმედებს სოციალური ქსელებით სარგებლობის მკაცრი შეზღუდვა, ბლოკირებულია ხუთ მილიონამდე საიტი.
კომენტარი