სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამცინავი ვიდეოების შესაქმნელად ხელისუფლებას სპეციალური ჯგუფი აქვს შექმნილი - ჯგუფის დავალებებს კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობს

"რუსთავი 2"-თან საუბარში 2 ახალგაზრდა დეტალურად ჰყვება, რომ "ქართული ოცნებას" წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების სპეციალური ჯგუფები აქვს შექმნილი, რომლებიც ერთადერთი მიმართულებით მუშაობენ, ისინი ქმნიან დამცინავ და მაკომპრომეტირებელ მასალას იმ ადამიანებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს.

მოწმეეები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდებს კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობს და დავალებებს აძველვს. დამზადებული მასალა ჯერ ყანდიაშვილს უნდა ენახა და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ უნდა განთავსებულიყო სოციალურ ქსელში. მთავარი მოთხოვნა კი იყო ის, რომ ატვირთული მასალა ყოფილიყო მაქსიმალურად დამცინავი და სწრაფად აეტაცებინა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

მათივე თქმით, ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო და ის რამდენიმე ათასს შეადგენდა.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და სიცრუეს წუწოდებს თავად კოკა ყანდიაშვილი.

"ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის სიცრუე. თუ ეს ყველაფერი მართლა ხდება შევხვდეთ ერთმანეთს და მაჩვენეთ, მაგრამ ეს არის მტკნარი სიცრუე" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100