სიამის ტყუპები, რომელთა გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია
დონეცკის ოლქში დაბადებული სიამის ტყუპების გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. აღნიშნულ დასკვნამდე ექიმები გოგონების საერთო გულმა მიიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ერთი ტყუპი მეორეს მხარზე მუცლითა და გულკერდით არის მიჯაჭვული. სწორედ ამიტომ, მათი განცალკევება არ შეიძლება. ამ დროისათვის ახალშობილები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულნი.
„სამწუხაროდ, ეს ძალიან რთული შემთხვევაა და ქირურგიული ჩარევაც შეუძლებელია. არ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ როგორია მათი სამომავლო ბედი“, - განუცხადეს ჟურნალისტებს მედიცინის წარმომადგენლებმა.
კომენტარი