სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს გენმდივანი: „უკიდურესად შეშფოთებული ვარ პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო“

როგორც მოსალოდნელი იყო, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიმართ საკმაოდ მკაცრი ტონით ისაუბრა და ბოლო დროს მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოთქვა. ანდერს ფოგ რასმუსენის შეშფოთება ამერიკელი კონგრესმენის საკმაოდ შეშფოთებულ შეკითხვას მოჰყვა: რაც საქართველოში ხდება, იმის საქმის კურსში თუ ხართ და თუ აპირებთ, თვალყური მიადევნოთო.

ანდერს ფოგ რასმუსენმა უჩვეულო პირდაპირობით უპასუხა ამ შეკითხვას:

"მე არ მაქვს მიზეზი, დავმალო, რომ უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რაც ამჟამად ხდება საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო... რა თქმა უნდა, მე არ ვერევი იურიდიულ ასპექტებში, მაგრამ არსებობს სტანდარტები, რომელსაც პატივი უნდა სცე და მიუღებელია, რომ გქონდეს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100