სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაიზარდა მწეველების რაოდენობა მსოფლიო მაშტაბით?

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი პოპულარობას კარგავს, მწეველთა რიცხვი მსოფლიო მაშტაბით მაინც იზრდება. აღნიშნული დასკვნა Institute for Health Metrics and Evaluation - მა კვლევის შედეგად გამოიტანა. მათი მონაცემებით 2012 წლიდან მსოფლიოს 187 ქვეყანაში სულ 967 მილიონი ადამიანი ეწევა იგარეტს ყოველდღიურად. 1980 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი გახლდათ 721 მილიონი ადამიანი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მწეველების რაოდენობის ზრდის მიზეზი დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა. მწეველბის დიდი რაოდენობით კი განვითარებადი ქვეყნები ხასიათდება.

მიუხედევად იმისა, რომ მწეველთა რაოდენობა გაზრდილია, მათი პროცენტული მაჩვენებელი მაინც შემცირებული: სიგარეტს ეწევა მამაკაცების 31% და ქალების 6%. 1990 წელს კი ეწეოდა მამაკაცების 41% და ქალების 10%

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100