"ახლა ზეიმის დრო არ არის, ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ"- ჯანმო
ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, - განაცხადა ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ გამოცემა The Daily Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშე შეიძლება დავდგეთ. მეორე ტალღა გრიპისა და წითელას სეზონურ აფეთქებას დაემთხვევა. მინდა ის ქვეყნები გავაფრთხილო, რომლებიც შეზღუდვებს არბილებენ: ახლა მომზადების და არა ზეიმის დროა“, - განაცხადა ჰანს კლიუგემ.
ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიების ისტორია ცხადყოფს, რომ ქვეყნები, რომლებსაც ეპიდემია არ შეეხო, მეორე ტალღის დროს შეიძლება დაზარალდნენ.
კომენტარი