სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში ახალი ქართული კინოს ფესტივალი მიმდინარეობს

19 ნოემბერს უკრაინაში, კინოთეატრ „კიევში" ახალი ქართული კინოს რიგით XII ფესტივალი საზეიმოდ ვანო ბურდულის ფილმით „გაყინული შადრევნების წელიწადი" გაიხსნა.ფესტივალის გახსნას ფილმის რეჟისორთან და სხვა სტუმრებთან ერთად უკრაინის კულტურის მინისტრი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.
კინოფესტივალი 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მის ფარგლებში შემდეგი 7 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

  • "სიმინდის კუნძული"
  • "მოირა"
  • "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე"
  • "ბოლო ნახატი"
  • "მამა"
  • "coffee brake"
ღონისძიება უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იმართება.ორგანიზებას კი კინოფესტივალს სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია" და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი" უწევს.
ფესტივალი კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100