სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა.

„აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.

გოგიჩა გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს.“- წერს ბასტი-ბუბუს დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100