სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ლექსი ყველა შეყვარებულ ადამიანს ერთად ყოფნას მოანდომებს

წამოდი!

წამოდი,
მე და შენ მსოფლიო შევცვალოთ;
მე და შენ დავარქვათ ჩვენ შვილებს სახელი;
მე და შენ მოვუყვეთ სამყაროს უფალზე;
მე და შენ ვემსგავსოთ მათ ვისაც გახელილ
თალებში სიცოცხლე უნთიათ.

წამოდი,
მე და შენ - შენ და მე უერთიერთ
სუნთქვაზე ავაგოთ ჩვენ-ჩვენი სახლები,
არავის არ ვგავდეთ - ლოტივით - გომორში,
ყველაზე ძველები ან სულ მთლად ახლები,
გავხდეთ, რომ ამ ბინძურ გომურში
მსოფლიო, რომ ვცხოვრობს
ვისუნთქოთ.

წამოდი
და ისეთ სანახებს განახებ,
და ისეთ სიცოცხლეს, სიყვარულს გიჩვენებ,
რომ შენი უსულო აზრებიც გირჩევდნენ,
წადიო,
ჯანდაბა,
ყველას და
ყველაფერს!
წამოდი,
მე სადაც მიმყავხარ,
ვერ ნახავ უკეთესს ვერაფერს!

რას ფიქრობ?
რას არჩევ?
რა გჭირს, რა?
რა მოგდის?
უბრალოდ,
დატოვე ყველა
და
წამოდი!


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100